20 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Franz26თოვლიანი ტყე
თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 20 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 ნოემბრის პერიოდი

13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.

20 ნოემბერს დაბადებულები

20 ნოემბერს დაბადებულები ძალზე თავაზიანი არიან, მაგრამ ეს მათი მხოლოდ ნიღაბია. ამის უკან კი ამ პიროვნებების ამპარტავნება, სიჯიუტე, დაძაბულობა, ემოციურობა და მომთხოვნელობა იმალება. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები მიდრეკილი არიან თანამშრომლობისკენ, შეუძლიათ კომპრომისების მოძებნა პიროვნულ ურთიერთობებში.

20 ნოემბერს დაბადებულებს თავშეკავება სჩვევიათ, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილი არაა. კამათის დროს იყენებენ ტაქტიანობას და დიპლომატიის ხერხებს. ეს უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე დაჟინება და სიჯიუტე. დიპლომატიის გამოყენებით ეს ადამიანები სასურველს აღწევენ.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

20 ნოემბერს დაბადებულები მორიელის სხვა ნიშნებისგან წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - შესანიშნავად ერკვევიან ადამიანის ბუნებაში, ხედავენ მის არსს. ამ დღეს დაბადებულები უმეტესად, მიმნდობი არიან, მაგრამ, ამასთან, მათი მოტყუება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ამ დღეს დაბადებულებს კომუნიკაციის უძლიერესი იარაღი - თავაზიანობა გააჩნიათ. მათთვის უარის თქმა რთულია. ამ ადამიანებს ეს მშვენივრად ესმით და იყენებენ კიდეც. ამასთან, ტაქტიანობა და დიპლომატიის ნიჭი მათ საშუალებას აძლევს, გარშემომყოფები დაარწმუნონ, რომ მათი დახმარება მხოლოდ თავიანთი ინიციატივაა და არა ამ დღეს დაბადებულების.

მორიელები სამართლიანობისთვის ცნობილი მებრძოლები არიან. ეს მათ პროფესიულ განვითარებას უშლის ხელს. კვალიფიკაციის ამაღლების ნაცვლად, ისინი დიდ დროს ხარჯავენ სამუშაოზე კონფლიქტების მოგვარებაში. ეს მათ კარიერულ სვლას მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

უბრალო რამეებზე ნერვიულობა 20 ნოემბერს დაბადებულების ნერვული სისტემის პირველი მტერია. მათ გაზვიადება ახასიათებთ, ეს ნერვულ დაძაბულობას იწვევს, მოდუნება კი ამ ადამიანებს არ ეხერხებათ. მორიელს შეუძლია, წყენისა და იმედგაცრუების შხამი წლობით აგროვოს და საბოლოოდ, ეს შხამი წამლავს მასაც და მის ახლობლებსაც. ფიზიკური თვალსაზრისით, ამ ადამიანებმა უნდა იფრთხილონ ინფექციური დაავადებებთან დაკავშირებით.

რჩევა:

იყავით გულწრფელი. ეს ადამიანის გულებისკენ მიმავალი უნივერსალური გასაღებია.

ყველა ახალი ამბავი
0