17 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / kolibri5ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 17 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 ნოემბრის პერიოდი

13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.

17 ნოემბერს დაბადებულები

17 ნოემბერს დაბადებულები შრომისმოყვარეობით „დაავადებული“, ამბიციური, რაციონალური, პრაქტიკული, მატერიალისტი ადამიანები არიან. მიზნების მისაღწევად, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ძალისხმევას არ იშურებენ. ასაკთან ერთად ჩვევებს არ იცვლიან.

ამ ადამიანების ძლიერი მხარეა დაგეგმვის უნარი, რეაქციის სისწრაფე, სიმტკიცე. ეს თვისებები პროფესიონალიზმთან კომპლექსში მათ დიდი წარმატებების მიღწევაში ეხმარება.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

17 ნოემბერს დაბადებული მორიელები წარმატებისთვის არიან „განწირული“. ამისთვის ყველა წინაპირობა აქვთ. აუცილებელ ცოდნას, ჩვევებსა და უნარებს სწავლის პროცესში იღებენ. არიან ღრუბელივით - ახალ ცოდნას ადვილად იწოვენ, ფილტრავენ და რაც საჭიროა, იმის აკუმულირებას ახდენენ. აქვთ უნარი, თავიანთი ცოდნა გამოიყენონ იქ, სადაც ეს საჭიროა.

ჯანმრთელობა

17 ნოემბერს დაბადებულებისთვის სუსტი ადგილია ძვლოვანი სისტემა. მათ, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამუშაო აქვთ, დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამას. ასევე, მათთვის საშიშია სტიმულატორების გამოყენება. სხვა მორიელების მსგავსად, ალკოჰოლზე, თამბაქოსა და სხვა სტიმულატორებზე დამოკიდებულებები მათთვის დამღუპველია.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

რჩევა:

მორიელები დისკრიმინაციის სასტიკი წინააღმდეგი არიან. დაჩაგრულის დასაცავად მას შეუძლია დიდი ენერგიის, თანხებისა და დროის დახარჯვა. ყოველი ასეთი პროექტის წინ კარგად დაფიქრდით: ღირს კი სხვის ცხოვრებაში ასეთი დოზით ჩარევა?

ყველა ახალი ამბავი
0