14:26 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

გაეცანით 13 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 ნოემბრის პერიოდი

13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.

13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.

13 ნოემბერს დაბადებულები

13 ნოემბერს დაბადებულებს ახასიათებს მიზანსწრაფულობა, სიმტკიცე, მოთმინება, სიჯიუტე, დაკვირვებულობა. ეს ადამიანები სიტყვებს ქარს არ ატანენ, საერთოდ კი, ლაპარაკს მოსმენა ურჩევნიათ. ურთიერთობებში ყურადღებიანი არიან. პირად ცხოვრებაშიცა და სამსახურის საქმეებშიც თავშეკავებას იჩენენ. ამიტომ ხშირად გულდახურული ადმიანების იარლიყს იმსახურებენ.

ამ დღეს დაბადებულებს აქვთ ლიდერის, ორგანიზატორის თვისებები. როგორც წესი, თავიანთ უნარებს აქტიურად ავითარებენ, რაც მათ ეხმარება, ეფექტური ხელმძღვანელები გახდნენ.

13 ნოემბერს დაბადებულებს შუა გზაში გაჩერება არ სჩვევიათ. არიან ძლიერი, სტაბილური, მიზანსწრაფული პიროვნებები. მათთვის მნიშვნელოვანია მიზნის მიღწევა, კონკრეტული შედეგის მიღება. ის მოჩვენებითსა და ილუზორულს არ მისდევს, პრაქტიკოსი, რეალისტი, რაციონალისტია.

13 ნოემბერს დაბადებულები საქმეზე არიან ორიენტირებული. მათთვის თვითრეალიზაცია ხანდახან უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ოჯახი. მაგრამ ურთიერთგაგების შემთხვევაში ისინი ოჯახის სახით მტკიცე ზურგს იღებენ, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს.

პროფესიული თვალსაზრისით, ამ დღეს დაბადებულები მაღალი კლასის სპეციალისტები არიან, რომლებიც მუდამ ისწრაფვიან ახლის სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. გუნდში მასთან მუშაობა კომფორტულია, როგორც ხელმძღვანელი სამართლიანია. მისი მოტყუება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ჯანმრთელობა

13 ნოემბერს დაბადებულები შრომისმოყვარეობის სენით არიან შეპყრობილი. ისინი უნდა მოერიდონ გადაღლას, რადგან მუდმივად ნერვულად დაძაბულები უამრავ ენერგიას ხარჯავენ, ხოლო ენერგეტიკული მარაგების შევსება ბევრს არ შეუძლია. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის მათ სრულფასოვანი დასვენება სჭირდებათ. ფიზიკური თვალსაზრისით ისინი ძლიერი არიან, მაგრამ ამ მხრივ საშიშროება კვებაში თავშეუკავებლობით ემუქრებათ.

რჩევა:

თქვენ მრავალმხრივი პიროვნება ხართ. როგორც სხვა მორიელების, ისე თქვენი ინტერესთა სფეროა პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ მხოლოდ შემოწმებული და სანდო წყაროები.

მთავარი თემები