10:04 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
53610

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 11 ნოემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია.

მთვარე სასწორში – იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, სადაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევებისთვის ყურის დაგდება, მარტივი საკითხების გადაწყვეტა, კოლეგებთან ნეიტრალიტეტის დაცვა, ნებისყოფის გამოჩენა, სხვისი გავლენისგან თავის დაცვა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, განწყობის ცვლილებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 9–15 ნოემბერი>>

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, ერთი და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.

მთავარი თემები