მთვარის კალენდარი: 9 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / OrlandoSantanaნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

9 ნოემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

მთვარე საღამოს ქალწულის ნიშანში გადავა.

ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დღეა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის.  „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

საღამოს მთვარე ქალწულის ნიშანში გადავა, რაც ნიშნავს, რომ კარგია ახალი საქმეების დაწყება, იღვიძებს საქმიანი და ინტელექტუალური აქტიურობა. ადამიანებში ჩნდება პრაქტიკულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, ყურადღება, რაციონალიზმი, სიფრთხილე.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება, მიმდინარე საკითხების განხილვა, საქმეების დაგეგმვამ საბუღალტრო ოპერაციების განხორციელება, საქმეების დაწყება, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გაწეული საქმიანობის ანალიზი.

არარეკომენდებულია რთული პროექტების განხილვა.

ხელსაყრელი დღეა მხოლოდ მოკლე მანძილზე მგზავრობისთვის.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: მთვარე ლომის ნიშანშია – არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0