8 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 8 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 ნოემბრის პერიოდი

3-12 ნოემბერი მორიელის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება, რომელსაც მზე მართავს.

მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.

ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი. 

8 ნოემბერს დაბადებულები

8 ნოემბერს მეოცნებეები იბადებიან. ისინი გატაცებული არიან ყველაფრით, რაც ზოგადად აღიარებულ ნორმებსა და წესებში არ ჯდება. უცნაური ნივთები, იდუმალი მოვლენები, ყველაფერი ამოუცნობი და უცნობი - ეს ამ ადამიანების ინტერესთა სფეროა.

8 ნოემბერს მგრძნობიარე ადამიანები იბადებიან. აქვთ ძალზე ფაქიზი ინტუიცია; რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყოველი ცოცხალის ვიბრაციას გრძნობენ. ხანდახან წინასწარმეტყველების უნარიც აქვთ.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

ამ დღეს დაბადებული მორიელები იდუმალი, ენერგიული, გულდახურული ადამიანები არიან. არ უყვართ მაღალ საზოგადოებაში ტრიალი და მათი წესებით ცხოვრება, მაგრამ უარს არ ამბობენ ავტორიტეტისა და სახელის მოხვეჭაზე ვიწრო პროფესიულ წრეში. არიან არაორდინარული ადამიანები. არიან წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონენი, განწყობა ხშირად ეცვლებათ. მათ გვერდით ყოფნა იოლი არაა; მათი გაგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ, ამავდროულად, ძალზე რთულია, არ გიყვარდეთ.

ამ დღეს დაბადებულები, როგორც წესი, წარმატებებს აღწევენ. უპირატესობას საქმიანობის არასტანდარტულ სახეობებს ანიჭებენ. ადამიანებს იზიდავენ, მაგრამ მათი მეგობრად გახდომა იოლი არაა.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

8 ნოემბერს დაბადებულები პროფესიად ირჩევენ, მაგალითად, უფოლოგიას, პარაფსიქოლოგიას, მიწისქვეშა და მიწისზედა სიმდიდრეების კვლევას. მეტად რეალისტი და პრაქტიკული ადამიანები თავს პოულობენ ბიზნესში, ფინანსების სფეროსა და იურისპრუდენციაში.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

8 ნოემბერს დაბადებულებს ემოციური არამდგრადობა ახასიათებს, რაც ფსიქოლოგიურ პრობლემებს ბადებს. ამის თავიდან ასარიდებლად მათ უნდა დაიცვან სტაბილური რეჟიმი, უნდა დაიტვირთონ თავი რეგულარული ფიზიკური ვარჯიშებით.

რჩევა:

ემპირიული სიმაღლეების დაუღალავი ძიება დროის გატარების საუკეთესო ვარიანტი არაა. დაისახეთ რეალური მიზნები, შეიმუშავეთ სტრატეგია, მოიფიქრეთ ტაქტიკა, განახორციელეთ რეალური პროექტები რეალურ დროში.

ყველა ახალი ამბავი
0