წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
3-12 ნოემბრის პერიოდი
3-12 ნოემბერი მორიელის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება, რომელსაც მზე მართავს.
მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 75.
ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.
ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი.
5 ნოემბერს დაბადებულები
5 ნოემბერს დამოუკიდებელი პიროვნებები იბადებიან. არ უყვართ რჩევების მოსმენა, სხვისი მოსაზრებების გათვალისწინება. ეს ადამიანები ყველაფერს თავად წყვეტენ და თავად აკეთებენ და თუ ვინმეს დაავალებენ რამის გაკეთებას, სამუშაოს შესრულების პროცესს მკაცრად აკონტროლებენ.
ამ დღეს დაბადებულებისთვის ჩვეულებრივი რამაა მოვლენების წინ გასწრება. აქვთ უნიკალური თვისება - გამჭრიახობა. არიან უმეტესად პრაქტიკულები. ამ დღეს დაბადებულები სხვებზე სწრაფად ამჩნევენ სარგებლიან ვარიანტებს, პოზიციებს, თითქმის არასდროს ცდებიან საქმიანი სტრატეგიის, ფინანსური პარტნიორისა და სხვა არჩევანში.
მიუხედავად პრაქტიკულობისა, ამ დღეს დაბადებულებს არტისტული ტემპერამენტი გამოარჩევს. ხანდახან ღრუბლებში ფრენენ, მაგრამ ასეთი „ჩვევები“, როგორც წესი, ასაკთან ერთად ქრება. დღეს თუ მეოცნებენი არიან, ხვალ - თავდაუზოგავი მშრომელები - ასეთია მორიელების ორბუნებოვნება.
5 ნოემბერს დაბადებულები იდეალისტები არიან პიროვნული ურთიერთობებისას, ამავდროულად, პროფესიულ გარემოში - ასპროცენტიანი რეალისტები. მორიელებმა იციან, რაუნდათ და როგორ მიაღწიონ ამას.
ამ დღეს დაბადებულები სამსახურში და კოლეგებთან სიმართლის მოყვარული არიან, ყოველთვის ისწრაფვიან ჭეშმარიტების დადგენისკენ. მათი სიტყვა და საქმე - ერთია. ეს მათ ეხმარება, რომ გუნდში ავტორიტეტული ადამიანის სახელი დაიმკვიდრონ.
5 ნოემბერს დაბადებულები კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოსტებზე, მაგრამ კარიერას იშვიათად იკეთებენ.
ჯანმრთელობა
5 ნოემბერს დაბადებულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნება. უარესზე უარესია საკუთარ თავთან კონფლიქტი. ასევე სხვა საშიშროებაა უბედური შემთხვევები, ამიტომ ისინი უნდა მოერიდონ ექსტრემალურ სპორტს, სარისკო პროფესიულ საქმიანობას.
რჩევა:
რეალიზმი თქვენი ძლიერი მხარეა, ხოლო მიმნდობლობა და ოცნებებში ჩაძირვა, შესაძლოა, ძვირი დაგიჯდეთ. იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, კარგად შეარჩიეთ საურთიერთობო წრე. ყველას ნუ ენდობით.