04:30 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
43 0 0

გაეცანით 3 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 ნოემბრის პერიოდი

3-12 ნოემბერი მორიელის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება, რომელსაც მზე მართავს.

მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 75.

ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.

ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი. 

3 ნოემბერს დაბადებულები

3 ნოემბერს გუნდური მოთამაშეები იბადებიან. არიან ენამახვილი, ინტელიგენტი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული ადამიანები, ენერგიული და კომუნიკაბელური. იზიდავთ სპეცეფექტები, შთაბეჭდილების მოხდენა. მათი ყურადღების ცენტრშია პრიორიტეტული მდგომარეობა, მაგრამ სკანდალს არ მოაწყობენ, თუ ეს ადგილი გუნდის უფრო იღბლიანმა წევრმა დაიკავა.

3 ნოემბერს დაბადებულებს რამდენადმე თავშეუკავებლობა და სიჯიუტე ახასიათებთ. მზად არიან, საკუთარი იდეები და ცოდნა თანაგუნდელებს გაუზიარონ.

3 ნოემბერს არატიპური მორიელები იბადებიან. სხვა მორიელებისგან განსხვავებით, მათ არ ახასიათებთ ადამიანებსა და მოვლენებზე ფარული გავლენის მოხდენა, ისინი ავანსცენისკენ ისწრაფვიან.

ამ დღეს დაბადებულებს ერთდროულად ორი თვისება ახასიათებთ: თავშეუკავებლობა და მოთმინების უნარი. პირველი მაშინ ვლინდება, როცა ვინმეს მათ სიმართლესთან შეკამათება უნდა, მეორე კი მორიელის ტიპური ტაქტიკაა, როდესაც საჭიროა ვითარების სათავისოდ გამოყენება მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის.

3 ნოემბერს დაბადებულები ნებისმიერ საქმეში თავს ავლენენ, როგორც ნამდვილი მეომრები. აქვთ უზარმაზარი ძალა, სიჯიუტე, ის მიზანსწრაფულად მიიწევს მიზნისკენ. ირჩევენ და უყვართ ისეთი პროფესიები, რომლებიც მოითხოვს სკრუპულოზულობას, პედანტიზმს, განსჯას. არ უყვართ მონოტონური სამუშაო.

ჯანმრთელობა

3 ნოემბერს დაბადებულებისთვის საშიშია ემოციების დათრგუნვა, დეპრესიული მიდრეკილებები, რაც ფსიქიკური დაავადებების რისკს წარმოშობს.. მათი ყველაზე სუსტი ორგანოა ნაწლავები.

რჩევა:

მორიელს არ უყვარს და არ იცის წაგება. თქვენთვის წაგება სერიოზული სტრესია. უნდა ისწავლოთ, გააცნობიეროთ, რომ ყოველთვის და ყველგან ვერ მოიგებთ. თუ საჭიროა, პროფესიონალ ფსიქოლოგს მიმართეთ.

მთავარი თემები