მთვარის კალენდარი: 2 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / ELG21სავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 2 ნოემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია, შუადღისას კი ტყუპის ნიშანში გადავა.

კუროს დღე დილიდან – კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა 31 ოქტომბერს, ანუ უჩვეულო „ცისფერი მთვარე“

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

ტყუპის დღე დაახლოებით 14:00 საათიდან – ტყუპის დღე შესანიშნავია კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის, ინფორმაციებისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. საჭიროა ძველი საქმეების გაგრძელება, არ ღირს ახლის წამოწყება.

კარგი დღეა სასწრაფო საქმეების მოსაგვარებლად. ხელსაყრელი დროა ჟურნალისტებისთვის, ახალი ცნობების მოსაპოვებლად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისთვის. ასევე შეიძლება კომერციული საქმიანობა, თუ ქონებრივ და საოჯახო საქმეებთან არ არის დაკავშირებული. ამ დღეს ადამიანებში ჩნდება აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, ემოციური აღქმა.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

რეკომენდებულია ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი აქტიურობა, პრეზენტაციების მოწყობა და სარეკლამო კამპანიის წარმოება, გუნდური მუშაობა, დასვენება, დღესასწაულის მოწყობა, საზრუნავსა და პრობლემებზე ფიქრისგან გათავისუფლება.

არარეკომენდებულია მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, სერიოზული და მასშტაბური მოლაპარაკებები, გეგმების განხორციელების მცდელობა დღის მეორე ნახევარში.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება, გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0