2 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnikშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 2 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

2 ნოემბერს დაბადებულები

2 ნოემბერს კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან, ისწრაფვიან საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ამ ადამიანებს უყვართ და უნდათ გუნდში მუშაობა; ორიენტირებული არიან თანამშრომლობაზე; არიან კარგი პარტნიორები, სტაბილური, საიმედო, პროგნოზირებადი ადამიანები.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

მაგრამ ყოველივე ამის მიღმა მათი მეორე მხარეც იმალება. მათ აქვთ უნარი, ადამიანებს გააკეთებინონ ის, რაც თავად სურთ. ამ დროს მათი, როგორც ნიჭიერი მანიპულატორის ქმედებები, ცუდად არ აღიქმება. ადამიანები ამ დროს დარწმუნებული არიან, რომ თავიანთ იდეებს ასხამენ ხორცს.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

2 ნოემბერს დაბადებული მორიელები თავაზიანი, მეგობრული არიან, ადვილად უახლოვდებიან ადამიანებს, აერთიანებენ მათ. არიან შესანიშნავი ლიდერები, ნიჭიერი ადამიანები, სამართლიანები. ისინი თანამოაზრეებისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ. ამ დღეს დაბადებულების სტიქიაა დისკუსია მნიშვნელოვან თემებზე.

ამ ადამიანებს იზიდავს ცვლილებები. ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ისე პროფესიულ საქმიანობას. იშვიათობა არაა მათვის სამსახურის, საქმიანობის სფეროს გამოცვლა, ხშირი ცვლილებები მათთვის ის გამოცდილებაა, რომელსაც ძალიან აფასებენ.

პროფესიის მხრივ მათთვის ღიაა ყველა საგანმანათლებლო მიმართულება. ხშირად რამდენიმე პროფესიასა და სპეციალობას ეუფლებიან.

ჩიტი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები

ჯანმრთელობა

მყარი ჯანმრთელობით 2 ნოემბერს დაბადებულები არ გამოირჩევიან. მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ დღის რეჟიმს, კვებას და არ უნდა უგულებელყონ ორგანიზმის რაიმე სიმპტომი, მინიშნება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისინი ძლიერი, სტაბილური პიროვნებები არიან.

რჩევა:

თუ რაიმე არ გამოგდით სამსახურსა თუ ოჯახში, ნუ იჩქარებთ გაქცევას. მიეცით თავს დრო, რომ მოიფიქროთ პრობლემის გადაჭრის გზები, შესაძლოა, პრიორიტეტები იცვლება.

ყველა ახალი ამბავი
0