1 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 1 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

1 ნოემბერს დაბადებულები

1 ნოემბერს მიზანსწრაფული, ამბიციური ადამიანები იბადებიან. აქვთ მეამბოხე სული, არიან ჭეშმარიტი მეომრები, ძლიერი, თავდაჯერებული ადამიანები. უყვართ სიცოცხლე და ცხოვრებისგან ყოველივე საუკეთესოს იღებენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

თუმცა, ამ ადამიანებს მეორე მხარეცა აქვთ: შესაძლოა სევდა მიეძალოთ, გულგატეხილობა და ამ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს იყვნენ. ასევე, 1 ნოემბერს დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან, უნდობი, გარკვეული ეშმაკობა ახასიათებთ და მათ გარშემომყოფები ხშირად არ ენდობიან.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

1 ნოემბერს დაბადებული მორიელები საკუთარ თავში შეყვარებული, თავდაჯერებული არიან. ახასიათებთ სიმკაცრე, რაც ხშირად სისასტიკეს ესაზღვრება. ისინი ხელიდან არ უშვებენ არანაირ შანსს, რომელსაც მათ ცხოვრება აძლევს და მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევენ უკან - მსხვერპლი არ აღელვებთ, მათთვის მთავარი შედეგია.

ამ დღეს დაბადებულები ორბუნებოვანი ადამიანები არიან, მათთან მეგობრობა რთულია. გულდახურულობა მათ ხელს უშლის საკუთარი გრძნობების გამოხატვაში, ეს კი გარშემომყოფებში არასწორი დასკვნების გაკეთების საბაბს იძლევა.

საქმეში ამ დღეს დაბადებულები მთლიანად იხარჯებიან. საქმიანობის სფეროდ, როგორც წესი, სარისკო საქმეებს ირჩევენ - ისწრაფვიან საშიშროებების, სირთულეების გადალახვის, თვითდამკვიდრებისკენ.

მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება>>

ხელქვეითის როლში, ამ დღეს დაბადებულების რთული ხასიათიდან გამომდინარე, უფროსობისთვის ხშირად მიუღებელი არიან. ხელმძღვანელის როლში კი უპირობოდ ავტორიტეტით სარგებლობენ, მაგრამ მართვის ავტორიტარულ სტილს უნდა მოერიდონ.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ჯანმრთელობა

საფრთხეებისადმი მიდრეკილების გამო 1 ნოემბერს დაბადებულებს ტრავმის მიღების დიდი ალბათობა აქვთ, ამიტომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მათთვის უკუნაჩვენებია ალკოჰოლის, ყავისა და სხვა სტიმულატორების ზედმეტი რაოდენობით მიღება. რაიმეზე დამოკიდებული მორიელი ბევრად მეტს კარგავს, ვიდრე იძენს.

რჩევა:

როგორც სხვა მორიელებს, ისე თქვენც გჩვევიათ სიჯიუტე, ქედუხრელობა და აგრესიულობა. მნიშვნელოვანია, რომ აგრესიულობას გამოსავალი მისცეთ. ამისთვის კი საუკეთესო საშუალება სპორტი და ფიზიკური აქტივობაა.

ყველა ახალი ამბავი
0