11:55 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
14027 0 0

2020 წლის ნოემბერი ის დროა, როცა ჩვენი საქმეები პოზიტიურ კალაპოტში უნდა ჩადგეს. გველოდება მრავალფეროვნება, უმეტესად წვრილ–წვრილი საქმეები და საზრუნავი. შინაგანი წონასწორობა რომ არ დავკარგოთ, კარგი იქნება ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება

ნოემბრის მთავარი მოვლენა მარსის რეტროსვლის შეწყვეტაა. საქმე ისაა, რომ რეტროგრადულ მარსს ნეგატიური ენერგია მოაქვს – არღვევს გეგმებს, აძლიერებს აგრესიას ადამიანებს შორის... თვის მეორე ნახევრიდან ეს უარყოფითი გავლენა გაქრება და დავინახავთ, რომ ცხოვრება ნელ–ნელა თავის კალაპოტს დაუბრუნდება. თუ ამას ცოტა შევეშველებით, ანუ ხელს გავანძრევთ, ვიმოქმედებთ, საუკეთესო შედეგებსაც მივიღებთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანია მოვლენაა ნეპტუნის დაბრუნება პირდაპირ მოძრაობაში. ეს პირად ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ანომალიაში ამინდის თვალსაზრისით.

ეს პლანეტა გაფანტავს ადამიანების სულში გამეფებულ ილუზიებს. ვიღაცისთვის ეს იმედგაცრუება იქნება, მაგრამ ყველას წაადგება, რადგან გარკვეულობისა და სიცხადის შეგრძნებას მოიტანს.

ზოგადად, 2020 წლის ნოემბერი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნეგატიური ზემოქმედებიდან პოზიტიურზე გადასვლის პერიოდი, რაც აისახება როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე გლობალურ დონეზე.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

თვის სხვა მნიშვნელოვანი მომენტები:

3 ნოემბერს მერკური სასწორის ნიშანში გადავა, რაც ფინანსურ, იურიდიულ და პროფესიულ სფეროებში სიმშვიდეს მოიტანს.

მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები>>

11 ნოემბერს მერკური მორიელის ნიშანში გადავა. მოსალოდნელია ამინდის ცვლილებები: უხვი ნალექი წვიმისა და თოვლის სახით, ჩრდილოეთის რეგიონებში შესაძლებელია ყინვაც; ასევე ავარიული სიტუაციები გზებზე – იფრთხილეთ.

14 ნოემბერი – მარსი რეტროსვლას შეწყვეტს ვერძის ნიშანში. შესანიშნავი დროა ახალი წამოწყებებისთვის. არის შანსი, რომ გადალახოთ დაბრკოლებები და სირთულეები ამ წამოწყებების რეალიზებისას.

15 ნოემბერი – ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში. შესანიშნავი დროა პირად ემოციურ სირთულეებთან გამკლავებისთვის, მაგრამ გარე სამყაროსთან ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენა არ ღირს.

21 ნოემბერი – მზე მშვილდოსნის ნიშანში გადავა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს იღბლიანი პერიოდი ეწყებათ. ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კი ეს დრო ნებისმიერ სფეროში ურთიერთმომგებიანი საპარტნიორო ურთიერთობებისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნება.

29 ნოემბერი – ნეპტური რეტრომოძრაობას შეწყვეტს თევზების ნიშანში. ეს დრო ამინდის სხვადასხვა ანომალიას უკავშირდება. საჭიროა სიფრთხილე გზებზე, ტრანსპორტით გადაადგილებისას.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

30 ნოემბერი – სავსემთვარეობა ტყუპის ნიშანში. არახელსაყრელი ზეგავლენის დროა, როცა სიფრთხილეა საჭირო მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით.

ახლა კი ნოემბრის ასტროპროგნოზი კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ეცადეთ, მკვეთრი რეაგირება არ გქონდეთ შეცდომებსა და ხარვეზებზე. ასეთი რამეები ხანდახან ხდება, მაგრამ ამაზე „ჩაციკლვა“ ნამდვილად არ ღირს. ნუ მოგერიდებათ, რომ პირად წარუმატებლობებში გარემოებებს დასდოთ ბრალი, ხანდახან მართლა ისე ხდება, რომ არსებულ ვითარებაზე ზემოქმედება ჩვენს ძალებს აემატება. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უფრო ადვილად იპოვით სწორ გამოსავალს. გახსოვდეთ, რომ ამ თვეს უფრო მეტი პოზიტივის მოცემა შეუძლია, ვიდრე ელოდებით.

კურო

ნოემბერში ბევრ რამეში გაგიმართლებთ, მაგრამ დიდი საქმეების გასაკეთებლად მარტო იღბალი არ გეყოფათ. რაც ნამდვილად წაგადგებათ, ესაა პარტნიორი გვერდით, რომელსაც ენდობით. თუ იპოვით საიმედო და სანდო ადამიანს, ნოემბერი დიდ წარმატებებს მოგიტანთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ საქმეებს ნუ შეეჭიდებით. იყავით თავშეკავებული და პრაგმატული. ამ წინდახედულებას ციური სხეულები ნამდვილად დაგიფასებენ.

ტყუპი

ნოემბერში ასტროლოგები გირჩევენ, კრიტიკულად შეხედოთ თქვენს ცხოვრებას. ყველაფერი გაწყობთ? ნუთუ ცხოვრების არც ერთ სფეროში არ გსურთ, მრავალფეროვნება შეიტანოთ, გამოაცოცხლოთ? განსაკუთრებით წაგადგებათ, თუ გარშემომყოფი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას გადახედავთ. თუ ვინმესთან კონფლიქტი ან რამე სახის გაუგებრობა გაქვთ, ახლა საუკეთესო დროა, რომ ამაში გაერკვეთ. გადადგით პირველი ნაბიჯი იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც ურთიერთობებში რაღაც გაურკვევლობას გრძნობთ. ეს თქვენი მომავლისთვის არის აუცილებელი.

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>

კირჩხიბი

ნოემბერში გარკვეული სიფრთხილე გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. თავშეუკავებლობის გამო საიმედო მოკავშირეები შეიძლება დაკარგოთ. ნუ მოექცევით ადამიანებს ცუდად, იმოქმედეთ ბრძნულად, ხანდახან, თუ საჭირო გახდება, დათმეთ და აღიარეთ, რომ მართალი არ იყავით. ადამიანები ამას სათანადოდ შეაფასებენ. მაგრამ ეს თვისებები მხოლოდ საჭირო დროს გამოამჟღავნეთ. მართებული არ იქნება დამთმობის „როლის შესრულება“ მაყურებლისთვის – გარშემომყოფები თქვენს არაგულწრფელობას აუცილებლად იგრძნობენ.

ლომი

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საცხოვრებელი მოაწესრიგოთ, განაახლოთ, ენერგეტიკულად დამუხტოთ. კარგი იქნება, თუ კოსმეტიკურ რემონტსაც გააკეთებთ. მაგრამ თუ ეს საჭირო არაა, ან ამის თანხა არ გაქვთ, დაასუფთავეთ საფუძვლიანად. გახსოვდეთ, რომ სახლი – ეს თქვენი ციხესიმაგრეა და მისი ენერგეტიკა თქვენს ენერგეტიკაზეც აისახება.

ქალწული

დაივიწყეთ კონსერვატიზმი – ცხოვრება ცვლილებებს მოითხოვს. ნოემბერში თქვენი განწყობა, წარმატებები და იღბალი პირდაპირ იქნება დამოკიდებული ახალ ემოციებზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარსულთან კავშირი მკვეთრად უნდა გაწყვიტოთ. სიახლე თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ჩვეულებრივმა მოგზაურობამ ან ახალმა ნაცნობობამ მოიტანოს. შეგიძლიათ თავს მეტი თავისუფლების უფლება მისცეთ, ნუ იქნებით შებოჭილი.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...>>

სასწორი

საინტერესო წინადადება შეიძლება მიიღოთ. სავარაუდოდ, ეს არ იქნება ის ვარიანტი, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ, მაგრამ ყველაფერი ფულით ხომ არ იზომება! შეიძლება თქვენთვის რაღაც სიახლე აღმოაჩინოთ, თუ უცხო წინადადებებს არ უარყოფთ. ციური სხეულები ტყუილად არ გიბიძგებენ აქეთ. კიდევ არის ამ სამყაროში რაღაც, რაც გაგაკვირვებთ. მთავარია, არ დაკარგოთ თქვენში ჩაბუდებული ბავშვი, რომელსაც განცვიფრება ჯერ კიდევ შეუძლია.

მორიელი

ნოემბერი თქვენში უძლიერეს ხიბლს გამოავლენს, ამიტომ ასეთი უპირატესობის მქონენი სახლში ნუ დასხდებით. გამოიყენეთ ეს შარმი თქვენთვის სასარგებლო ადამიანებთან დაახლოებისთვის, კონტაქტების დამყარებისთვის. მომავალში ეს თქვენს ცხოვრებაში ძალზე დადებით გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი

საკუთარ ცხოვრებაში ბევრ რამეს უნდა გადახედოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ირგვლივ მყოფებს მიაქციოთ ყურადღება. არ არის გამორიცხული, რომ მეგობრებს შორის მოღალატე იმალება და იმ ადამიანებს შორის კი, რომლებსაც ერიდებით – თქვენთვის კეთილის მსურველია. ასევე კარგი იქნება, თუ პრიორიტეტებსაც გადახედავთ. შესაძლოა, გაქვთ მიზნები, რომლებიც დიდი ხანია, მოძველდა და დროა, ისინი დაივიწყოთ. სამაგიეროდ გაგიჩნდებათ ახალი მისწრაფებები, რომლებსაც დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებით.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

თხის რქა

ამ თვეში თავშეკავებულობა გმართებთ. ეცადეთ, კონფლიქტურ ვითარებებში არ ჩაეფლოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოხვალთ, მაგრამ რაში გჭირდებათ ზედმეტი „საქმის გარჩევები“? ისედაც გამარჯვებული დარჩებით, თუ თქვენკენ მომართულ სხვის ნეგატიურ ემოციებს ყურადღებას არ მიაქცევთ. იყავით თავშეკავებული და მშვიდი. ეს თვისებები ხომ თქვენი ნიშნის მთავარი მახასიათებლებია.

მერწყული

შესანიშნავი დროა ახალი ინიციატივებისთვის. ნებისმიერი წამოწყება ახლა ძალზე წარმატებული იქნება. მთავარია, უცხო ადამიანების იმედად არ იყოთ. ეცადეთ, საქმე იმასთან იქონიოთ, ვინც საიმედოა და უკვე გამოცდილი გყავთ. უკიდურეს შემთხვევებში გონივრული იქნება მარტო მოქმედება. არ გარისკოთ და არასაიმედო ადამიანს არ დაუკავშირდეთ.

თევზები

ამ თვეში „ფრონტის“ წინა ხაზზე ოჯახური საქმეები გადმოინაცვლებს. მოგიწევთ დროისა და ენერგიის დახარჯვა ნათესავებზე, რათა თვის ბოლოს მაინც პირად ცხოვრებას მიუბრუნდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ნოემბრის ბოლო კვირაში თქვენზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდეს, მაგალითად, მოგიწიოთ დიდ ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც ყურადღების ცენტრში სწორედ თქვენ იქნებით.

მთავარი თემები