03:25 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
135 0 0

გაეცანით 31 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

31 ოქტომბერს დაბადებულები

31 ოქტომბერს დაბადებულებისთვის ამბიციურობა მხოლოდ ხასიათს არ ნიშნავს, ეს მათი ცხოვრების სტილია. ამ დღეს უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან, რომელთაც შეუძლიათ არა მარტო მიზნის დასახვა, არამედ მისი მიღწევაც. მათთვის მნიშვნელოვანია შედეგი. დაწყებული საქმე ყოველთვის მიჰყავთ ბოლომდე.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

31 ოქტომბერს დაბადებულების ძლიერი მხარეა სტრატეგიის დეტალური დაგეგმვის უნარი. ტექნიკური და სხვა ნიუანსების გაგებას განვითარებული ანალიტიკური აზროვნება უწყობს ხელს, ხოლო შეძენილი პროფესიული უნარები უზრუნველყოფენ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული პროექტის ხარისხიან რეალიზებას.

31 ოქტომბერს დაბადებული მორიელი ამბიციურია, აქვს შემოქმედებითი ინტუიცია, ორგანიზატორული შესაძლებლობები, გამჭრიახი გონება. მას ერთნაირად ეფექტურად შეუძლია მუშაობა როგორც ტექნიკასთან, ისე ადამიანებთან. მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობას იყენებს. ის ჯიუტად მიიწევს წარმატებისკენ და აღწევს კიდეც მას.

ამ დღეს დაბადებულებისთვის პროფესიულ რეალიზაციაზე ფასეული არაფერია. ამ ადამიანებისთვის ოჯახი ყოველთვის მეორე პლანზეა. გამონაკლისები, რა თქმა უნდა გვხვდება, მაგრამ ძალზე იშვიათად.

31 ოქტომბერს დაბადებულები არიან წვრილმანებისადმი ძალზე ყურადღებიანი, კონცენტრირებული დასახული ამოცანის შესრულებაზე. საქმეში ძალზე პროდუქტიული არიან. ნებისმიერ საქმეს იოლად უმკლავდებიან.

ჯანმრთელობა

31 ოქტომბერს დაბადებულებს სხვადასხვა დაავადება აწუხებთ, რაც, უმეტესად, თავიანთი უყურადღებობის შედეგია. ჰიპოდინამიამ, შესაძლოა, ენდოკრინოლოგიური და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პრობლემები შეუქმნას, ხოლო კვებისადმი არასერიოზულმა დამოკიდებულებამ - გასტრიტი და სხვა დაავადებები. მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ჯანმრთელობას და ცხოვრების რეჟიმს.

რჩევა:

მორიელი მაშინ იკბინება, როცა მის პროვოცირებას ახდენენ. მაგრამ პროვოკაციები ხანდახან სპეციალურადაა მოწყობილი. გაითვალისწინეთ ეს და ნუ წამოეგებით არაკეთილმოსურნე კონკურენტების ანკესს.

მთავარი თემები