მთვარის კალენდარი: 14 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / OrlandoSantanaნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 14 ოქტომბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

მთვარე ქალწულის ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ კარგია ახალი საქმეების დაწყება, იღვიძებს საქმიანი და ინტელექ ტუალური აქტიურობა. ადამიანებში ჩნდება პრაქტიკულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, ყურადღება, რაციონალიზმი, სიფრთხილე.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

საუკეთესო დღეა ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებიც ყურადღებასა და ზუსტ გათვლებს საჭიროებს. არ ღირს გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – ამისთვის ინტუიცია არასაკმარისია.

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია ყურადღება ფინანსური საკითხებისადმი, ვალის დაბრუნება, ქველმოქმედება, მღელვარებისა და დაძაბულობის თავიდან აცილება, დღის მეორე ნახევარში შეთანხმებებზე ხელმოწერა და ახალი საქმეების დაწყება, ადრე შექმნილი პრობლემების მოგვარება პარტნიორებთან, კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, დიპლომატიურობა, სწავლა.

ქალი - Sputnik საქართველო
შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, საკუთარი მიღწევებით ტრაბახი, ახალი საქმეების დაწყება (დღის პირველ ნახევარში).

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. თმა მალე გაიზრდება და ფორმასაც შეინარჩუნებს. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთვარე ქალწულის ნიშანშია – ეს ნიშანი საუკეთესოა პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარის დარგვის ან გადარგვისთვის. შეიძლება პიკირება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დარგვა, ნიადაგის დამუშავება.

არახელსაყრელი დღეა ზამთრის მარაგების გაკეთებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0