22:33 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
879 0 0

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

13 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

მთვარე ქალწულის ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ კარგია ახალი საქმეების დაწყება, იღვიძებს საქმიანი და ინტელექტუალური აქტიურობა. ადამიანებში ჩნდება პრაქტიკულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, ყურადღება, რაციონალიზმი, სიფრთხილე.

საუკეთესო დღეა ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებიც ყურადღებასა და ზუსტ გათვლებს საჭიროებს. არ ღირს გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – ამისთვის ინტუიცია არსაკმარისია.

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევებისა და წინადადებების მოსმენა, მარტივი საკითხების გადაჭრა, განწყობის ცვალებადობისთვის მედგრად დადგომა, ნებისყოფის გამოჩენა, ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე იუმორით შეხედვა.

არარეკომენდებულია სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა, ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, მოგზაურობა.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. თმა მალე გაიზრდება და ფორმასაც შეინარჩუნებს. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთვარე ქალწულის ნიშანშია – ეს ნიშანი საუკეთესოა პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარის დარგვის ან გადარგვისთვის. შეიძლება პიკირება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დარგვა, ნიადაგის დამუშავება.

არახელსაყრელი დღეა ზამთრის მარაგების გაკეთებისთვის.

მთავარი თემები