მთვარის კალენდარი: 12 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / მთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 12 ოქტომბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

შემოქმედებითი აღმავლობის დღეა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე იმატებს გარისკვის სურვილი, იზრდება ავანტიურისადმი მიდრეკილება, რაც ამაღლებს დაუფიქრებელ რისკებს. ამ დღეებში განსაკუთრებით დიდი შემოსავალი აქვთ სათამაშო სახლებს – კაზინოებს, ტოტალიზატორებს, სათამაშო ავტომატების დარბაზებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის.  „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში ინდივიდუალური მუშაობა, დღის მეორე ნახევარში ინტუიციაზე მინდობა, მარტივი საკითხების გადაწყვეტა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, განმარტოება, კოლეგებთან ურთიერთობებში ნეიტრალიტეტის დაცვა.

საფულეები - Sputnik საქართველო
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა

არარეკომენდებულია აჩქარება, აქტიურობა, შეთანხმებების დადევა, ახალი კავშირები, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, რთული მოლაპარაკებების გამართვა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: მთვარე ლომის ნიშანშია – არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0