20:58 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
560 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

4 ოქტომბერი, კვირა ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა რასაც აკეთებთ, საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია ურთიერთობები, შეხვედრები, ნაცნობობა, შემოქმედებითი აქტიურობა, პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება, გუნდური მუშაობა, ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, დასვენება, პრობლემებისა და საზრუნავისგან გათავისუფლება.

არარეკომენდებულია მნიშვნელოვანის საკითხების გადაწყვეტა, სერიოზული და მასშტაბური მო;აპარაკებების წარმოება, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, გეგმების განხორციელების მცდელობა დღის მეორე ნახევარში.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის, ზამთრის მარაგის გაკეთებისა და მოსავლის აღებისთვის.

მთავარი თემები