00:20 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2007 0 0

ოქტომბერი უნიკალური თვეა, რადგან ორი სავსემთვარეობა გველოდება. პირველი 2 ოქტომბერს იქნება და ის ცეცხლოვანი ვერძის თანავარსკვლავედში ჩაივლის

ვერძის დამსახურებით, ამ პერიოდში მოიმატებს იმპულსურობა, ყველაფერში აჩქარების სურვილი, რაც შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის.

სავსემთვარეობა 2 ოქტომბერს 01:07 საათზე დადგება. მთვარე უზარმაზარი გამოჩნდება ცაზე, რადგან მზე მას სრულად გაანათებს.

სავსემთვარეობა ოქტომბერში პირველი სავსემთვარეობაა შემოდგომის ბუნიობის შემდეგ.

როგორც ცნობილია, სავსე მთვარე პირდაპირ მოქმედებს ადამიანებზე და ყველა ცოცხალ არსებაზე. ამ დროს იზრდება შემოქმედებითი ენერგია, ესაა შესანიშნავი დრო მწერლების, მხატვრებისა და სხვა შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებისთვის.

რისი გაკეთება შეიძლება 2 ოქტომბერს

ამ დღეს ორგანიზმი ძალებს განსაკუთრებულად აქტიურად ხარჯავს, შეინიშნება მომატებული აღგზნებადობა და სექსუალური ენერგია.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

ამ დღეს შედარებით იოლად გადაიტანენ ადამიანები გაწონასწორებული ფსიქიკით, ხოლო დანარჩენებს შეიძლება ჰქონდეთ ემოციური „აფეთქებები“ და კონფლიქტური სიტუაციებიც კი, რადგან თითოეულს საკუთარი ამბიციების ჩვენების სურვილი გაუჩნდება.

ამავე დროს, სავსემთვარეობა კარგი დროა გარიგებების დადებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. საუბარია, ძირითადად, იმ საქმეებზე, რომელთა დამთავრებაც აუცილებელია. ხოლო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემოქმედებითი ადამიანებისთვის ეს იდეალური დროა.

რისი გაკეთება არ შეიძლება 2 ოქტომბერს

ამ დღეს, როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება, ასევე იმ საქმეების დაწყება, რომლებიც სიზუსტესა და შეუცდომელ გათვლებს მოითხოვს.

იგივე ეხება ძვირადღირებულ შენაძენებსა და ფინანსურ ხარჯებს – სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ. ასევე არარეკომენდებულია სესხის გაცემა – ფული, შესაძლოა, ვეღარ დაიბრუნოთ.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

ზოგადად, ამ დღეს არარეკომენდებულია გრძელვადიანი საქმეების დაგეგმვა.

რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს სავსემთვარეობის დღეს

  • ვერძი: ახლო მომავლის გეგმები კარგ ფულად შემოსავლებს გპირდებათ. წარმატებით დასრულდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. თუმცა, ამასთან, ასტროლოგები არ გირჩევენ საკუთარ ჩანაფიქრზე საუბარს, რადგან ამან, შესაძლოა, არაკეთილმოსურნეების ყურადღება მოიზიდოს.
  • კურო: სავსემთვარეობის დღე კრიტიკული დროა – ცდუნებები, გრძნობების არევა, ტყუილი, ცრუ ფიცი... ახალმა ადამიანებმა, შესაძლოა, უსიამოვნებები მოგაყენონ. არ არის გამორიცხული ფულის დაკარგვა. ამ დღეს დიდი სიფრთხილე გმართებთ ყველაფერში.
  • ტყუპი: დაწყებული საქმეები წარმატებით დაგვირგვინდება. ვარსკვლავები გრანდიოზულ ცვლილებებს გპირდებიან. არის ალბათობა, რომ ერთობლივი მუშაობა დაიწყოთ იმ ადამიანთან ერთად, რომლის საქმიანობითაც აღფრთოვანებული ხართ. ახლობლებთან ურთიერთობებში წონასწორობა და მშვიდობა დაისადგურებს.
  • კირჩხიბი: სავსემთვარეობა ფინანსური საქმეების გაუმჯობესებას გპირდებათ. არაა გამორიცხული, რომ მთელი თავით გადაეშვათ რამე საქმეში, სადაც გელოდებათ როგორც აღმასვლები, ისე ვარდნები. ამავე დროს, როდესაც ყველა ბარიერს გადალახავთ გზაზე, დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობები გაჩნდება.
  • ლომი: ამ დღეს საქმეები მაქსიმალურ კონცენტრირებას, დისციპლინასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. დიდი ალბათობაა, რომ შეიცვალოს თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობა, ან ძველი შეცდომების გამოსწორების საშუალება მოგეცეთ. ცინცხალი იდეების, ახალი მოკავშირეების ან მოქმედებების სხვა ტაქტიკის შერჩევის წყალობით წარმატებით დაგვირგვინდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები.
  • ქალწული: დროა, ახალი ძალებით შეუდგეთ მუშაობას. შესაძლოა, ახლო მომავლის ახალი გეგმები გაჩნდეს, რომლებიც კარგ შემოსავალს მოიტანს. ასტროლოგები გირჩევენ, არ ისაუბროთ საკუთარ გეგმებზე, ჩანაფიქრზე. ახალი ნაცნობები ბევრი უსიამოვნების წყარო შეიძლება გახდნენ. დღის მეორე ნახევარში იფრთხილეთ, მომატებულია ტრავმების მიღების ალბათობა.
  • სასწორი: სავსემთვარეობა ძალზე არახელსაყრელი დღეა. რეკომენდებულია ყურადღება და წინდახედულება საქმეებში. მოერიდეთ კატეგორიულ გამონათქვამებს, დაცინვას, უსარგებლო საუბრებს, გადადეთ მნიშვენლოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ახალმა ნაცნობებმა, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური როლი ითამაშონ.
  • მორიელი: მოსალოდნელია წარუმატებლობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ვითარება ფხიზლად უნდა შეაფასოთ. არ ღირს პროფესიულ პრობლემაზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება. სჯობს, ინდივიდუალურად იმუშაოთ. გაუცხოება ოჯახურ ურთიერთობებში თქვენი ქცევისა და შეხედულებების სხვაგვარ გააზრებას მოითხოვს.
  • მშვილდოსანი: სავსემთვარეობა დიდ ცვლილებებს გპირდებათ. პლანეტები ხელს შეგიწყობენ, თუ სამუშაო გაგიტაცებთ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თუ აჰყვებით საკუთარ სისუსტეებს, ილუზიებს ურთიერთობებში, მცდარ შეხედულებებს, ეს მომავალში კომერციულ და შემოქმედებით საქმიანობაში დანაკარგებს გამოიწვევს.
  • თხის რქა: ახალი ნაცნობები მრავალი უსიამოვნების წყარო შეიძლება გახდნენ. ახალმთვარეობის დღეს ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს – თქვენი შინაგანი არსი ამ პერიოდში გარე სამყაროზე აისახება. შესაძლოა, თქვენი სიზმრები წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს.
  • მერწყული: პასიური და მძიმე დღეა. სჯობს, არ გამოავლინოთ ამბიციები, თქვენი თავშეკავებულობა და ტაქტი შემდეგ ღირსეულად დაფასდება. საღამოს სასიამოვნო მოვლენები და სიახლეები გელოდებათ. ასაკოვანმა მერწყულებმა და ბავშვებმა ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – შესაძლოა, გაცივდეთ. არარეკომენდებულია ალკოჰოლის მიღება.
  • თევზები: სავსემთვარეობის პერიოდი სურვილების რეალიზებისთვის შეიძლება ძალზე ხელსაყრელი დრო აღმოჩნდეს. დიდია ალბათობა, რომ წარსულ მოვლენებს ახლებურად შეხედოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. თუმცა, თქვენი გრძნობები გამწვავებული და მერყევი იქნება. რეკომენდებულია დასვენება, კარგად გამოძინება. არასასურველია ალკოჰოლის მიღება.

მთავარი თემები