მთვარის კალენდარი: 29 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / jplenioსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

29 სექტემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია.

თევზების დღე რომანტიკულია და ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანებში ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა. შეიძლება სესხის აღება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, კორექტივების შეტანა ბიზნესში, სამუშაოში, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, მუშაობა, კონფლიქტების მოგვარება, კომპრომისების მოძებნა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების დაწყება, განსაკუთრებით ინდივიდუალურად, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება, ზედმეტი დასვენება, აჩქარება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: არცთუ ხელსაყრელი დღეა თმის შეჭრისთვის, შეღებვისთვის, ასევე მანიკურისთვის – ფრჩხილების გაკეთებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: თევზები ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ხელსაყრელი დღეა ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის.

არახელსაყრელია ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, გასხვლა.

ყველა ახალი ამბავი
0