03:45 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
114 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 სექტემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

გვიან საღამოს მთვარე თევზების ნიშანში გადავა.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირების გამტკიცებისკენ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა, სახლის მოწყობაზე ზრუნვა.

ცხოვრებისეულ სფეროებში ადამიანებს იღბალი თან სდევს. იზრდება პროფესიული წარმატებების შესაძლებლობა.

აქტიურდება ქალური ენერგია, ემოციურობა, შემოქმედებითი ენერგია. სასურველია დროის დათმობა ოჯახისა და ბავშვებისთვის. ხელსაყრელი დღეა საოჯახო საყიდლებისთვის, სახლში მუშაობისთვის.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, დახმარების თხოვნა, ნებისყოფის, ამტანობისა და სიმტკიცის გამოჩენა, სადავო საკითხებიოს მოგვარების უნარის გამოჩენა, კონფლიქტების მოგვარება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, მაგრამ მოგების ნაწილის ქველმოქმედებაზე დახარჯვა,

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეებით ზედმეტად თავის დატვირთვა, ახალი საქმეების წამოწყება, აჩქარება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

მთავარი თემები