მთვარის კალენდარი: 23 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

23 სექტემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

მედიტაცია - Sputnik საქართველო
22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე – ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლიცი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა ამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ახალი კავშირების დამყარება, სააგიტაციო და სარეკლამო კამპანიების წამოება, გასაუბრება, კონფერენციების დამსგავსი ღონისძიებების ჩატარება, საკუთარ სიტყვებზე კარგად დაფიქრება, ბიზნესმენებისთვის ხელოვანი ხალხის – მწერლების, პოეტების, მხატვრების, მსახიობების მხარდაჭერა.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არარეკომენდებულია სხვის დარწმუნებაში გადაჭარბება ო ამას, შესაძლოა, საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვეს, ეჭვებისა და საფრთხეების შესახებ ხმამაღლა საუბარი.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეოტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვა, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

ყველა ახალი ამბავი
0