14 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / Alexander Imedashviliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 14 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

14 სექტემბერს დაბადებულები

14 სექტემბერს მშვიდი ხასიათის ადამიანები იბადებიან. აქვთ ტაქტის გრძნობა, არიან კომუნიკაბელური და დიპლომატიური. ხშირად ჰყავთ ბევრი მეგობარი და ნაცნობი. უყვართ საცხოვრებლისა და სამუშაოს ხშირად გამოცვლა, რაც ხანდახან ცხოვრებისეულ პრობლემებს უქმნის. ამას გარდა, უყაირათობაც სჩვევიათ. საჭიროა, რომ ცხოვრებას, საქმეებს, ფულს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ და მეტად მიზანმიმართული იყვნენ.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

ამ დღეს დაბადებულები გარშემომყოფებს უფრთხილდებიან, გულგრილი არ არიან გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ, არიან ერთდროულად თავიანთი სამშობლოს დამცველებიცა და კრიტიკოსებიც. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩართული იყვნენ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად მნიშვნელოვან ღონისძიებებში, რომლებიც, მათი აზრით, ადამიანების ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს. მათი დანიშნულებაა ეტაპობრივად აუხილონ თვალი ადამიანებს სიმართლეზე და ამგვარად დაეხმარონ მათ.

ამ დღეს დაბადებულები ძალზე მწვავედ რეაგირებენ კრიტიკაზე, ასევე, საერთოდ არ ითვალისწინებენ სხვის მოსაზრებებს, უფრო მეტიც, უყვართ, რომ სხვებს ასწავლონ.

14 სექტემბერს დაბადებულები ერთგული არიან თავიანთი ოჯახისა და მეუღლისა, მაგრამ ზედმეტი კრიტიკის გამო ხშირად მიტოვებული რჩებიან.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ამ დღეს დაბადებულები ფასეულობათა შორის პირველ ადგილზე აყენებენ ეფექტურობას. ვერ იტანენ ქაოსს, არეულობას. უყვართ გეგმების შედგენა, არიან პუნქტუალური და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვენ. უყვართ კამათში ჩართვა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა საკითხში საკმარისად ერკვევიან. ეჭვის თვალით უყურებენ ზედაპირულ და ზედმეტად მოლაყბე ადამიანებს, რომლებსაც სურთ, თავი ძალიან ჭკვიანებად წარმოადგინონ.

ამ დღეს დაბადებულები ძალზე აფასებენ კომფორტს, ჯანსაღ სექსს, გემრიელ კერძებსა და სრულფასოვან ძილს. ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი ცხოვრების ემოციურ მხარეს და მუდმივად, სტაბილურად შრომობენ, რათა ხორცი შეასხან გეგმით გაწერილ მიზნებს. გეგმები კი მათ გრანდიოზული აქვთ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

14 სექტემბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. მათი დევიზია - საუკეთესო მკურნალობა - ეს პროფილაქტიკაა. დროდადრო იცავენ დიეტებს, დარბიან, იწრთობიან, მისდევენ სხვადასხვა სახეობის სპორტს, მაგრამ ეს ყველაფერი - სანამ ხასიათზე და განწყობაზე არიან, ანუ სანამ ეს ყველაფერი მათ სიამოვნებას ანიჭებს. 

რჩევა:

გახსოვდეთ, რომ ხანდახან საკუთარი დასკვნები, სჯობს, თქვენთვის შეინახოთ. ნუ მოახდენთ ზედმეტ ზეწოლას სხვებზე და მოვლენებზე. ასე ბევრად უსაფრთხოა.

ყველა ახალი ამბავი
0