01:01 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
40510

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

მთვარე საღამოს ლომის ნიშანში გადავა.

ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში ინდივიდუალური მუშაობა, დღის მეორე ნახევარში ინტუიციის ნდობა – განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საკითხების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების წარმოება, პასიურობა, განმარტოება, კოლეგებთან ნეიტრალიტეტის დაცვა, შეძლებისდაგვარად დასვენება და ძალების აღდგენა.

არარეკომენდებულია აჩქარება, აქტიურობა, რთული მოლაპარაკებების წარმოება, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი დღეა. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ფოთლოვანი ბოსტნეულის დარგვა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

მთავარი თემები