მთვარის კალენდარი: 12 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / სავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

12 სექტემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

ამ დღეს მამაკაცური ენერგია იღვიძებს. განსაკუთრებით ძლიერია ბუნების ძალები. იზრდება ფიზიკური ძალა. შესანიშნავი დრო საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის. კარგი დღეა საქმეების დაწყების, სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყებისთვის.

მარსი - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მარსი 9 სექტემბრიდან: რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

იღვიძებს სენტიმენტალობა, ემოციური მერყეობა, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა>>

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება, დაგეგმვა, რთული პროექტების განხილვის გადადება, ბუღალტრული ოპერაციების განხორციელება, საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება, უძრავი ქონების შეძენა, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, კვალიფიკაციის ამაღლება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

არარეკომენდებულია აჩქარება, ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა.

კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი დღეა. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ფოთლოვანი ბოსტნეულის დარგვა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის>>

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

ყველა ახალი ამბავი
0