23:48 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
502 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

10 სექტემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ხელსაყრელი დროა სწავლისა და ინფორმაციასთან მუშაობისთვის. ასევე კარგია სხვებისთვის სწავლება, მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

ესაა სულიერი და შემოქმედებითი განახლების დღე.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

რეკომენდებულია ცოდნის დონის ამაღლება, გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება, თვითგანათლება, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობა, საარქივო მასალებზე მუშაობა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ურთიერთობები, მოლაპარაკებები, მარტივი საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე, შემოქმედებითი პროექტების სპონსორობა.

არარეკომენდებულია ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება, ბევრი მუშაობა, სიზარმაცე, ვაჭრობა.
მგზავრობისთვის კარგი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.

მთავარი თემები