11:07 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

გაეცანით 8 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3–12 სექტემბერი

3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.

3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.

ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.

8 სექტემბერს დაბადებულები

8 სექტემბერს დაბადებულებს ძლიერი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება გააჩნიათ: ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა. ისინი მტკიცედ იცავენ თავიანთ მოსაზრებას, განსაკუთრებით, როცა დარწმუნებული არიან მის სისწორეში. სამუშაოზე იშვიათი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან – თუ საქმეს მოკიდეს ხელი, მას ბოლომდე კეთილსინდისიერად მიიყვანენ. არიან საიმედო, ერთგული მეგობრები. ამ ადამიანების ცხოვრება სავსეა გამარჯვებებითა და მარცხით, მაგრამ, უმკლავდებიან რა წარუმატებლობებს, თავაწეულნი, სულიერი სიმტკიცითა და ოპტიმიზმით სავსენი აგრძელებენ ცხოვრებისეულ გზას.

8 სექტემბერს დაბადებულები გარშემომყოფებისთვის „გადაშლილი წიგნივით“ არ არიან. მათი თითოეული სიტყვა თუ საქციელი კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს; ამ ადამიანების დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეუძლებელია. ამ დღეს დაბადებულები ხშირად ძალზე გულდახურული არიან. აქვთ არტისტული ნიჭი და შეუძლიათ ნებისმიერი ცხოვრებისეული როლი მოირგონ, თუმცა, ამ ნიჭით იშვიათად სარგებლობენ. უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს, სინამდვილე გააანალიზოს სიკეთისა და ბოროტების ვიწრო პრიზმაში და არ ფიქრობს, რომ ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანია.

8 სექტემბერს დაბადებულებისთვის დიდ როლს ასრულებენ თავიანთი იდეალები და ახლობელი ადამიანები. იდეალებისა და ადამიანების დაცვისთვის ისინი მუდამ მზად არიან. ამ ადამიანებს, სამსახიობო ნიჭის გარდა, ასევე იუმორის დიდი გრძნობა გააჩნიათ.

ამ დღეს დაბადებულებს უამრავი დადებითი და საინტერესო თვისება აქვთ, მაგრამ თანამოსაუბრის მოხიბლვა მაინც არ ეხერხებათ. მათ პატივს სცემენ, ეთაყვანებიან, მათი ეშინიათ, მაგრამ, ამავდროულად, ამ ადამიანებისა უსაზღვროდ სწამთ. შესაძლოა, მათგან არ დგებიან ყველაზე საიმედო მშობლები ან საყვარლები; შესაძლოა, რაღაც–რაღაც სფეროებში ამჟღავნებენ ტირანიისკენ მიდრეკილებას, არ უყვართ დათმობა. მაგრამ იშვიათად თუ წააწყდებით მათსავით პატიოსან, საიმედო, ერთგულ ადამიანს. მათ უყვართ ლიდერის პოზიციის დაკავება ცხოვრების ყველა სფეროში.

არიან პედანტური, ეშინიათ ცვლილებების. არ უყვართ სხვისი მოსაზრებების გათვალისწინება, რადგან ფიქრობენ, რომ თავიანთი აზრია ერთადერთი სწორი. ამ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა რთულია. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მათი საქციელიცა და სიტყვაც სიკეთის კეთების სურვილითაა გამოწვეული.

ჯანმრთელობა

8 სექტემბერს დაბადებულები ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეები არიან, მაგრამ – მხოლოდ სხვებისთვის. მათ ზუსტად იციან, როგორ უნდა იკვებებოდნენ, რა უნდა გააკეთონ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ ამ წესებს იშვიათად იცავენ. ეს ადამიანები, ერთი შეხედვით, ძლიერი არიან, მაგრა სტრესულ სიტუაციებს ცუდად უმკლავდებიან. ამის შედეგად, ხშირად უჩნდებათ ზედმეტი წონის პრობლემა. ამდენად, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ემოციური და კვების სფეროების გაკონტროლება. 

რჩევა:

შეუძლებელია, იდეალური იყოთ გარშემომყოფების თვალში. გახსოვდეთ, რომ თქენი ყველა რჩევა არ არის სწორი, სასარგებლო და გასაგები ახლობლებისთვის. იყავით ის, ვინც ხართ; ნუ მოახვევთ საკუთარ მოსაზრებებს სხვებს და გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ ავტორიტარული და გულგრილი ადამიანი.

მთავარი თემები