რას გვიქადის შემოდგომის პირველი კვირა: 31 აგვისტო–6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო
გამოწერა
იწყება წელიწადის ახალი სეზონი – შემოდგომა და ახალი ახალი თვე –სექტემბერი. რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს და რისი – არა, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და პლანეტები – ამის შესახებ ჩვენი ჰოროსკოპიდან შეიტყობთ

31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს მთვარე ზრდის ფაზაშია. ეს დღეები ხელსაყრელია საქმეების დასაწყებად, მოლაპარაკებების, ახალი ნაცნობობის, სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

ეცადეთ, ამ დღეებში ნებისმიერი სადავო საკითხი მშვიდობიანად მოაგვაროთ.

რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

2 სექტემბერს სავსემთვარეობაა – ემოციური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთული დღე. ამ დღეს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

3–6 სექტემბერი კი უკვე მთვარის კლების ფაზაა, როდესაც უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და შეაჯამოთ თქვენი მუშაობა.

ვერძი

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ან შეხვედრებისა თუ კონფერენციების დროს არ ენდოთ ინტუიციას, არამედ გონებას მოუხმეთ და ლოგიკის კარნახით იმოქმედეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს. მეგობრებთან და ნაცნობებთან შეხვედრა მოულოდნელ შედეგებს გამოიღებს. სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, ახალ კოლეგებს დააკვირდეთ – შესაძლოა, თქვენი ბედი მათ შორის იპოვოთ.

კურო

თქვენს ამტანობაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული ამ კვირაში. მთელი ნებისყოფა უნდა მოიკრიბოთ და გაუგებრობები, კონფლიქტები მშვიდობიანი გზით, კომპრომისებით გადაწყვიტოთ. ამ შემთხვევაში გაჩნდება პერსპექტივები ყველა მიმართულებით. ზოგადად, ამ კვირაში, სჯობს, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადადოთ, რადგან დიდია შეცდომების ალბათობა. თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში ახლობლები და მეგობრები დაგეხმარებიან. თუ რამე შეგეშალათ, არ ინერვიულოთ: არ ეშლება მხოლოდ მას, ვინც არაფერს აკეთებს.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტყუპი

ამ კვირაში შეიძლება პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება. კოლეგები მხარს დაგიჭერენ. მათი დახმარების წყალობით ბრწყინვალე შედეგებს მიიღებთ. ბონუსს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის კვირის ბოლოს ელოდეთ. პირად ფრონტზე ერთგვარი „უძრაობის“ ხანა დაისადგურებს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ახლობელი ადამიანის მიმართ ობიექტურობის შენარჩუნება გაგიჭირდეთ.

კირჩხიბი

პროფესიულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგათ, ასევე, სჯობს, ახალი საქმეები არ დაიწყოთ, თუნდაც ერთი შეხედვით ძალზე პერსპექტიულად მოგეჩვენოთ. კარგი იქნება ძველი პროექტების გაგრძელება – ასე უფრო უპრიანი იქნება. თანაც, ახალ საქმეებს თუ შეეჭიდებით, მოსალოდნელია, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გაგიჩნდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი მალე გადაივლის. ოჯახში სრული ურთიერთგაგება და ჰარმონია დაისადგურებს.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ლომი

დროა, საკუთარი თავი გაახაროთ და გაახალისოთ, იშოპინგოთ და გაერთოთ. მაგრამ მაღაზიების „შემოვლისას“ ზღვარს არ გადახვიდეთ – ფული გონივრულად დახარჯეთ. ვისაც ურთიერთობები უყვარს, თავი არ შეიზღუდოდ – ეკონტაქტეთ ახლობლებს და გაიცანით ახალი ადამიანები. ასევე კარგი იოქნება დასვენებაც – ბოლო დროს მუხჩაუხრელად იშრომეთ და კარგი დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

ქალწული

თქვენი განწყობა, შესაძლოა, ნათესავებთან მოულოდნელმა კონფლიქტმა გააფუჭოს. ამ კვირაში შესაძლებელი გახდება ბევრი საკითხის მოგვარება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხს, კონფლიქტურ სიტუაციასაც კი გაღიზიანებისა და ყვირილის გარეშე მოაგვარებთ. ყურადღებით იყავით ფინანსურ საკითხებში და გადაწყვეტილებების მიღებისას არ იჩქაროთ. ვინც ეძებს პარტნიორს, მათ მისი პოვნის შანსი მეგობრების მიერ მოწყობილ წვეულებაზე ექნება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები

სასწორი

კარგი კვირაა გარიგებების დასადებად, კონტრაქტებისა და შეთანხმებების გასაფორმებლად. შეგიძლიათ მიხედოთ იმ საქმეებს, რომლებსაც აქამდე ვერ ყურადღებას ვერ უთმობდით. ფინანსურ საკითხებში სირთულეებია მოსალოდნელი. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, წინასწარ მიიღოთ გარკვეული ზომები. ეცადეთ, არ გასცეთ და არ აიღოთ ვალი. სამუშაოზე მთელი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მორიელი

ეს კვირა ხელსაყრელია ნებისმიერი, თუნდა ყველაზე რთული წამოწყებისთვის. გელოდებათ დიდი წარმატებები. ეცადეთ, სადავო საკითხები მშვიდობიანად გადაჭრათ, რადგან კონფლიქტი, დიდი ალბათობით, თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება. უარი არ თქვათ ურთიერთობებსა და შეხვედრებზე. ასევე კარგი კვირაა პირადი ურთიერთობებისთვის – თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობებში ურთიერთგაგება და ჰარმონია იქნება გამეფებული.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა

მშვილდოსანი

„ცხელი“ კვირა გელოდებათ. დენთივით იქნებით, რომელსაც ნაპერწკალი აკლია, რომ აფეთქდეს. სჯობს, ენას კბილი დააჭიროთ, სიტყვები და გრძნობები გააკონტროლოთ, რომ შემდეგ ახლობელ ადამიანებთან საბოდიშოდ არ გაგიხდეთ საქმე. ასე თავიდან აირიდებთ კონფლიქტებს და არც რეპუტაციას შეილახავთ. კიდევ ერთი რჩევა ასტროლოგებისგან: საიდუმლო თქვენთვის შეინახეთ – ახლა არაა იმის დრო, რომ სანუკვარი რამ თუნდაც ძალიან ახლო მეგობრებს ან პარტნიორებს გაანდოთ.

„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ>>

თხის რქა

უახლოეს დღეებში შეეჯახებით იმ ძირითად ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მიიღებთ ახალ საინტერესო წინადადებებს – მათზე ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირს. თუ რამე მწვავე ვითარება წარმოიშვა, სჯობს, მასში დასვენებული გონებით ჩაერთოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში არანაირი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ოჯახური კონფლიქტები მიწყნარდება ისე, რომ დაწყებასაც ვერ მოასწრებს. თქვენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო პერიოდი იწყება.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული

კარგი პერიოდია ახალი გეგმების განსახორციელებლად. გააკეთეთ ის, რაც თქვენი პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს – რბოლა სასურველ შედეგებს გამოიღებს. მაგრამ, ამასთან, მოიტოვეთ დრო მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. ფინანსურ საკითხებში ყურადღებით ყოფნა გმართებთ. სჯობს, თავი შეიკავოთ დიდი ხარჯებისგან, არ აიღოთ სესხი და არ გასცეთ ვალი.

თევზები

ეს კვირა თქვენთვის, პირველ რიგში, სიყვარულთან და პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. თქვენ ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობების დაწყების ნიშნები გაჩნდება. მარტოხელებმა მეტი დრო უნდა გაატაროთ გარეთ, რომ თქვენს ბედს შეხვდეთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, შეძლებს მნიშვნელოვან საკითხზე მასთან შეთანხმებას. მოერიდეთ ვალის აღებას და ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ჰაერზე.

ყველა ახალი ამბავი
0