05:13 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
334 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეებში კარგად მიდის დაგეგმვა და მნიშვნელოვანის საქმეების დაწყება. იღბლიანი დღეა ისეთი საქმეების გაკეთებისთვის, რომლებიც სიზუსტეს, მათემატიკურ გათვლებსა და ინსტრუქციების მკაფიოდ შესრულებას მოითხოვს.

არახელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. არ ღირს სამუშაოს გამოცვლაც. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ შემოქმედებითი საქმიანობისთვის არცთუ იღბლიანი დღეა. თხის რქის დღეებში ადამიანებში ჩნდება პასუხისმგებლობის, ვალდებულების გრძნობა, პრაქტიკული ელემენტები.

სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით განვითარდება, თუმცა ის შეიძლება დიდხანს გაგრელდეს და სტაბილურ კავშირად ჩამოყალიბდეს. მთვარეს თხის რქის ნიშანში ხშირად მოაქვს კონსერვატიული ურთიერთობები.

რეკომენდებულია დასვენება, ძალების აღდგენა, შინაგანი სამყაროსთვის ყურადღების დათმობა, პირადი ქონების დაცვა (მატულობს გაქურდვის შესაძლებლობები), თავშეკავებულობა და თმენის უნარი, რადგან ამ დღეს აღმოცენებული კონფლიქტის მოგვარება ძალზე რთულია, არც აგრესიის და არც კეთილი ზრახვების გამოვლენა, სერიიოზული საქმეების გადადება, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია გარიგებების დადება და ავანტიურული ღონისძიებებში მონაწილეობა, ბიზნეს–საქმიანობა, დოკუმენტების გაფორმება, სესხის გაცემა და აღება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა თმის შეჭრისა და შეღებვისთვის. თმის ბოლოები არ გაიყოფა. შედეგებით კმაყოფილი დარჩებით.

ძალიან კარგი დღეა მანიკურისთვის

მებაღეობა: კარგი დღეა ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვისთვის, განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.

მთავარი თემები