04:37 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
38510

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

მატულობს აქტიურობა და სასიცოცხლო ძალები. ადამიანებს სტაბილურობისა და წესრიგის შეგრძნება უჩნდებათ. კარგი დღეა იურისპრუდენციასთან დაკავშირებული და სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის.

ბიუროკრატიული საკითხები ძალიან მარტივად, შეიძლება ითქვას, თავისთავად გადაწყდება.

ურთიერთობები ამ დღეს კარგად ვითარდება. შესანიშნავი დღეა ერთობლივი მოგზაურობის, რამე ღონისძიებაზე დასწრებისთვის, საოჯახო თავშეყრისთვის.

ამ დღეს დაწყებული რომანი მგზნებარე და რომანტიკული იქნება. თუ ემთხვევა მსოფლმხედველობა, ვნება, აზარტი, შესაძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობების განვითარებაც. კარგი დროა ახალი ნაცნობებისა და თავგადასავლების ძებნისთვის.

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში მოლაპარაკებების წარმოება, პარტნიორების მოძებნა, სამართლებრივი საკითხები გადაჭრა, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გახსნა, კრეატიული დამოკიდებულება ძველი პროექტების მიმართ, წვრილი ფინანსური საკითხების გადაჭრა, დღის მეორე ნახევარში უმეტესად ინდივიდუალური მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია მიწის ნაკვეთის ყიდვა, მშენებლობის დაწყება, მსხვილი ფინანსური საკითხების გადაჭრა, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება, მუშაობით გადატვირთვა.

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა თმის შეჭრისა და შეღებვისთვის. შედეგებით, დიდი ალბათობით, კმაყოფილი დარჩებით.

ძალიან კარგი დღეა მანიკურისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: შეიძლება დათესვა მწვანილის ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.

მთავარი თემები