09:31 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
413 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

26 აგვისტო, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

მატულობს აქტიურობა და სასიცოცხლო ძალები. ადამიანებს სტაბილურობისა და წესრიგის შეგრძნება უჩნდებათ. კარგი დღეა შეთანხმებების დადებისთვის.

იღვიძებს საზოგადოებრივი საქმიანობისადმი ინტერესი. ხელსაყრელია ახალი საქმეების დაწყება.

ამ დღეს დაწყებული რომანი მგზნებარე და რომანტიკული იქნება. თუ ემთხვევა მსოფლმხედველობა, ვნება, აზარტი, შესაძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობების განვითარებაც. კარგი დროა ახალი ნაცნობებისა და თავგადასავლების ძებნისთვის.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, პარტნიორების მოძებნა, სამართლებრივი საკითხები გადაჭრა, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გახსნა.

არარეკომენდებულია მიწის ნაკვეთის ყიდვა, მშენებლობის დაწყება, მსხვილი ფინანსური საკითხების გადაჭრა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები>>

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა თმის შეჭრისა და შეღებვისთვის. შედეგებით, დიდი ალბათობით, უკმაყოფილო დარჩებით.

ნეიტრალური დღეა მანიკურისთვის

მებაღეობა: შეიძლება დათესვა მწვანილის ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.

მთავარი თემები