26 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 26 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

26 აგვისტოს დაბადებულები

ზოდიაქოს კანონების თანახმად, 26 აგვისტოს დაბადებულები ძლიერი, უდრეკი და ჯიუტი ხასიათის, ამტანი და მტკიცე, დომინანტი ადამიანები არიან. თუ სიკეთის გზას აირჩევენ, ელოდებათ მეგობრებით გარშემორტყმული ცხოვრება, რომლებიც არასდროს მიატოვებენ მათ, იცხოვრებენ ბედნიერად; მაგრამ თუ სიცრუესა და გულგრილობას, უხეშობასა და სიბოროტეს მიჰყოფენ ხელს, მარტოობისთვის იქნებიან განწირული.

© Sputnik / Maria Tsimintiaქალწული
26 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ქალწული

ამ ადამიანებს ხასიათში მრავალი წინააღმდეგობა აქვთ დაბედებული. უმეტესად საზოგადოების, ბიზნესისა და ოჯახის ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი ადგილი უკავიათ. არიან კარგი შემსრულებლები გუნდში. გულწრფელად არიან დამოკიდებული უფრო ძლიერ ნატურაზე, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. მაგრამ ხანდახან აღიარებისთვის ეს ადამიანებიც იბრძვიან.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

26 აგვისტოს დაბადებულებმა მშვენივრად იციან საკუთარი თავის ფასი, მაგრამ თავიანთი ღირსებების რეკლამირება არ სჩვევიათ. ჩვეულებრივ, ბედნიერი ადამიანები არიან, აქტიური შრომით პროცესში; თუ თანაშემწის ფუნქციებს ასრულებენ, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხელმძღვანელის სავარძელზე პრეტენზიები არა აქვთ და სამსახურში დაწინაურებას მშვიდად ელოდებიან.

ამ დღეს დაბადებულები გუნდში იზოლირებულისა და განმარტოებით მდგომის შთაბეჭდილებას ტოვებენ, ამის გამო იტანჯებიან და საკუთარი თავი ეცოდებათ. ამ დროს ისეთი საქციელის ჩადენა შეუძლიათ, რაც კოლექტივში გაუგებრობას იწვევს. მათი დამახასიათებელია სახალხოდ ჩხუბი ახლობლებთან, პოლიტიკური შეხედულებების ცვლა და ჩაკეტილი ცხოვრების წესი. თუმცა, პირად ცხოვრებაში განმარტოება, მიუხედავად სულიერი მდგომარეობისა, სრულიად არ უშლის ხელს, რომ კეთილსინდისიერად იშრომონ. თუ ამ დღეს დაბადებულები ოჯახს მოეკიდებიან, მათგან შესანიშნავი მშობლები გამოდიან; ოჯახში ძალზე ხელსაყრელ ატმოსფეროს ქმნიან და პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას უწყობენ ხელს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>

26 აგვისტოს დაბადებულებს ძალიან უყვართ, როდესაც ყველა მოვლენისა და ინტრიგის საქმის კურსში არიან. საიდუმლოებები, საუბრების მოსმენა - ეს მათთვისაა. მათგან დგებიან შესანიშნავი შემსრულებლები, ასისტენტები, მდივნები, მოადგილეები. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ პოლიტიკურ წრეებსა და ბიზნესში. თუმცა, მოწიფულობაში ხშირად ფიქრდებიან თავიანთ ცხოვრებაზე, მის აზრზე, მიზნებზე, ფასეულობებზე და როდესაც ცხოვრებას სხვაგვარად გაიაზრებენ, იცვლიან ცხოვრების სტილს და სულ სხვა გზას ადგებიან, რითიც ახლობლებს შოკურ მდგომარეობაში აგდებენ. ახალ ცხოვრებაში პოულობენ თავისუფლებას და ენთუზიაზმით ეშვებიან მის მორევში.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

26 აგვისტოს დაბადებულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და მოუსმინონ თავიანთ ორგანიზმს, რათა მხედველობიდან არ გამორჩეთ რაიმე დაავადების სიმპტომი. თავად არ უყვართ ექიმებთან ვიზიტი, თუმცა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზრუნავენ. იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, მათთვის აუცილებელია ზომიერი და ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობა.

რჩევა:

იყავით უფრო ინიციატივიანი. არ გაწყენდათ ხასიათში ცოტაოდენი სიამაყის დამატება. დააფასეთ საკუთარი თავი და თქვენი მუშაობა და იგივე მოითხოვეთ გარშემომყოფებისგანაც. ნუ დადგებით მეორე პლანზე, თქვენი ცოდნა და უნარები ნებისმიერ საქმეში უფრო მაღალი პოზიციების დაკავების საშუალებას გაძლევთ.

ყველა ახალი ამბავი
0