24 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 24 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

24 აგვისტოს დაბადებულები

24 აგვისტოს დაბადებულებს სამყარო აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი ცხოვრებისეული გზა. ფორტუნა მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ურთიერთობას დაამყარებენ ისინი გარემო სამყაროსთან. თუ ევოლუციისა და ჰარმონიის კანონებს მიჰყვებიან, სიყვარულისა და სიკეთის გზაზე ივლიან, მათი ცხოვრება მშვიდი და პოზიტიური იქნება, თუ ბოროტებისა და ნგრევის გზას აირჩევენ, შესაბამისად, მათი ცხოვრებაც მრავალი უარყოფითი მოვლენით იქნება სავსე. ხშირად ამ დღეს დაბადებულებს თავიანთ საგვარეულო კარმის „გამოსყიდვა“ უწევთ. წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევას მხოლოდ სიკეთითა და გულმოწყალებით შეძლებენ. ხშირად აქვთ მუსიკის, ხატვის, თეატრალური ხელოვნების ნიჭი.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

ამ დღეს დაბადებულების ცხოვრების თემა ხშირად ხდება საიდუმლოებები და აღმოჩენები. მათ იზიდავს ყველაფერი იდუმალი, შეუსწავლელი, აუხსნელი, მისტიკური. ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულნიც კი გამონახავენ დროს, რომ შეივსონ მეცნიერული ცოდნა და თავიანთ კვლევებზე იმუშაონ. 

24 აგვისტოს დაბადებულები ადვილად ერკვევიან ნებისმიერ რთულ საკითხში. მათ შეუძლიათ იოლად ამოხსნან თავსატეხები, ამოცანები, რებუსები, შარადები, რაც სხვებისთვის ძნელად გასაკეთებელია. თუმცა, გარშემომყოფებისთვისაც ისინი ერთგვარ ამოცანას წარმოადგენენ. მათი გაგება ხშირად უჭირთ, თუმცა, თავს დაკარგულად და უბედურად არ გრძნობენ. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს თავიანთი აზრებისა და სხვადასხვა იდეის ლაბირინთებში.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ამ დღეს დაბადებულები მნიშვნელობას არ ანიჭებენ იმას, თუ რაოდენ მძიმეა გარშემომყოფებისთვის მათი იდუმალი, რთული და არაორდინარული ნატურის აღქმა. ამ ადამიანებს აკვირვებს და აღიზიანებს ის, რომ მათთვის მკაფიო და მარტივი მოთხოვნები ადამიანებისა და სამუშაოს მიმართ სხვებისთვის გაუგებარია. გარშემომყოფებს უჭირთ მათთან ყოველდღიური ურთიერთობები; იდუმალი და ამოუხსნელი რჩებიან ძალიან ახლობლებისთვისა და ოჯახის წევრებისთვისაც.

ამ დღეს დაბადებულებს ურჩევნიათ შვებულება, სამყაროს შეცნობის მიზნით, მოძრაობაში გაატარონ, გაემგზავრონ ნაკლებად შესწავლილ ადგილებში, შემდეგ კი, ამ ადგილების შესწავლას, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც მოანდომონ. ამ ადამიანებმა უნდა გადალახონ თავიანთი სურვილი, ჩაერიონ ახლობლებისა და გარშემომყოფების პირად ცხოვრებაში და მისცემენ მათ თავიანთი პრინციპებითა და იდეალებით ცხოვრების უფლებას.

ქალი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს

ჯანმრთელობა

24 აგვისტოს დაბადებულებს ხშირად უჩნდებათ იპოქონდრიული სინდრომი, რომელიც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის, გამოგონილი უკურნებელი სენით დაავადების შიშის გამო უჩნდებათ. ეს ეჭვები, შესაძლოა, ხანდახან პარანოიაში გადაიზარდოს, ეს კი შემდგომ სამსახურსა და ადამიანებთან ურთიერთობაში აისახოს. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას რეალურად შეხედონ და ეჭვები და შიშები უკუაგდონ. მათთვის რეკომენდებული არ არის დიეტები. გემრიელი საკვები ამ ადამიანების გონებიდან ნეგატიურ აზრების განდევნას ეხმარება. სრულფასოვანი დასვენებისთვის სჭირდებათ კარგი გამოძინება. რაც შეეხება სპორტს, რეკომენდებულია მსუბუქი სახეობები და დილის ვარჯიში.

რჩევა:

ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას წვრილმანებს. მიეცით თავს დინების მიყოლის უფლება და ნუ გაცურავთ მის საწინააღმდეგოდ. ნუ შეიჭრებით ადამიანების პირად ცხოვრებაში. იმოქმედეთ გულის ძახილის კვალდაკვალ, მაგრამ გაითვალისწინეთ სხვების მოსაზრებები. ხანდახან სჯობს, ზოგიერთი მოსაზრება თქვენთვის შეინახოთ.

ყველა ახალი ამბავი
0