რა გველოდება ზაფხულის ბოლო კვირაში: 24–30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეცადეთ, ამ კვირაში თქვენი წარმატებების შესახებ არავის მოუყვეთ და გახსოვდეთ, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს.

ამ კვირისთვის ასტროლოგების რჩევაა, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას და არ უპასუხოთ მას არანაირად, შეიკავოთ ემოციები და მოერიდოთ ტოქსიკურ ადამიანებს. გჯეროდეთ, რომ ნებისმიერი რთული პერიოდი – ეს დროებითი და მას აუცილებლად მოჰყვება სასიხარულო და ბედნიერი დრო.

ვერძი

თქვენთვის არცთუ საუკეთესო კვირაა. არაა გამორიცხული უსიამოვნო სიახლეები. ასევე პრობლემებია მოსალოდნელი პირად ფრონტზე, რაც სხვა საქმეებზე ყურადღების კონცენტრაციას შეუშლის ხელს. პროფესიულ საქმიანობაში მოგემატებათ პასუხისმგებლობა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

სასწრაფო ამოცანების გადაჭრა არ გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაკარგოთ შემოსავლის წყარო, ან შეგეზღუდოთ კარიერული პერსპექტივები. გამოიყენეთ თქვენში არსებული ყველა რესურსი, რათა დაბრკოლებები ღირსეულად გადალახოთ და ვითარებიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ.

ხელსაყრელი დღეებია 26, 29 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 24 აგვისტო.

კურო

ამ კვირაში პლანეტები რომანტიკასა და სასიხარულო წუთებს გპირდებიან. სასიამოვნო იქნება მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობები; ასევე უფრო თბილი გახდება ცოლქმრული კავშირი, ხოლო მარტოხელები შეიძლება თავიანთ სიყვარულს შეხვდნენ.

დიდი პოზიტიური ენერგიიდან და კომუნიკაბელურობიდან გამომდინარე, ნებისმიერ საზოგადოებაში პოპულარული გახდებით, ხოლო თქვენი ავტორიტეტი სამუშაო ადგილზე შესამჩნევად გაიზრდება. შესანიშნავი დროა თამამი იდეების წამოსაყენებლად, ინვესტიციების განსახორციელებლად.

ხელსაყრელი დღეებია 24, 29 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 26 აგვისტო.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტყუპი

პლანეტების გავლენით ეს კვირა პროფესიულ ფრონტზე ახალ შესაძლებლობებს მოიტანს, პირად ურთიერთობებში – კავშირების გამტკიცებას, ხოლო საქმიანობაში – შემოსავლების გაზრდას.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ არაერთი ვარიანტის წინაშე დგახართ და გიჭირთ არჩევნის გაკეთება. ეჭვებით გამოწვეული შფოთვა მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა ვარიანტს კარგად არ აწონ–დაწონით. შემდეგ უკვე ადვილად გადაწყვეტთ პრობლემას და თავისუფლად ამოისუნთქავთ, თქვენი მოქმედებები კი მიზანსწრაფული გახდება.

ხელსაყრელი დღეებია 28, 29 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 24 აგვისტო

კირჩხიბი

ბევრი პრობლემა ამ კვირაში წარსულს ჩაბარდება და საკუთარ პერსპექტივებს ცხოვრების ყველა სფეროში ცხადად დაინახავთ. შესანიშნავი დროა შემდგომი მოქმედებების დაგეგმვისთვის როგორც საქმიანობის, ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ამასთან გამორიცხული არაა გაუგებრობები კოლეგებთან, პარტნიორებთან თუ ოჯახის წევრებთან. ეს რომ თავიდან აიცილოთ, გააკონტროლეთ ემოციები. თუ შეატყობთ, რომ ემოციებს ვეღარ უმკლავდებით, მოძებნეთ ადგილი, სადაც „გადატვირთვას“ შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ ამკვირაში იღბალი თქვენ გვერდითაა.

ლომი

ამ კვირაში პლანეტების გავლენა და თქვენი ცეცხლოვანი ნატურა კარგად შეერწყმება ერთმანეთს. ხელსაყრელი დროა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ძველი მეგობრობის განახლებისა და ფულის გამომუშავებისთვის, არაა გამორიცხული რამე ძვირადღირებულის შეძენა.

მთლიანობაში ეს კვირა განახლებების, ახალი ნაცნობობის, კავშირების გამტკიცებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის წინაპირობების შექმნის დროა. ახლობლები თქვენ გვერდით იდგებიან და მხარს დაგიჭერენ. გელოდებათ მნიშვნელოვანი წარმატებები საქმიანობაში.

ხელსაყრელი დღეებია 26, 30 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 25 აგვისტო.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა

ქალწული

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ყურადღება გაამახვილოთ თქვენი ცხოვრების დეტალებზე. დიდი ალბათობით, პასუხს მიიღებთ მრავალ კითხვაზე, რომლებიც გაწუხებთ. ამის მერე მომავალი უფრო ცხადი გახდება.

საქმიან სფეროში, კომუნიკაბელურობის წყალობით და ენთუზიაზმის დამსახურებით დატკბებით კოლეგებისა და პარტნიორების პატივისცემით. მათ თქვენგან რჩევები დასჭირდებათ, რაც თქვენგან ტაქტსა და დიპლომატიურობას მოითხოვს. შესაძლებელია ფინანსური მოგებაც ნახოთ. პირადი ცხოვრება საოცრად თბილი და სასიამოვნო იქნება.

ხელსაყრელი დღეებია 24, 28 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 26 აგვისტო.

სასწორი

პლანეტებისა და ვარსკვლავების გავლენით ამ კვირაში ფსიქიკური დაძაბულობის გაზრდაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ეს მაღალ ხარჯებს ან ახლობლებთან გაუგებრობებს მოჰყვეს. ამან, თქვენს მერყევ ბუნებასთან შერწყმით, შესაძლოა, ახალი პრობლემები წარმოშვას როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ფრონტზე.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ამასთან დაპირისპირება შეგიძლიათ: გამოიყენეთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობების, ფიქრისა და ანალიზის უნარი, ვარიანტების აწონ–დაწონის ჩვევა. გულისყური მიმართეთ იმისკენ, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და დანარჩენს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მაშინ თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა.

ხელსაყრელი დღეებია 29, 30 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 27 აგვისტო.

მორიელი

ამ კვირაში, პლანეტებისა და ვარსკვლავების წყალობით, თქვენი თავდაჯერებულობა მოიმატებს, ცხოვრება მშვენიერი მოგეჩვენებათ და ახალი მიღწევებისკენ დაიწყებთ სვლას.

პროფესიულ ფრონტზე, ბიზნესსა თუ ფინანსურ სფეროში ახალ პერსპექტივებს დაინახავთ და გააფართოებთ თქვენს უპირატესობებს, არ შეუშინდებით რისკს, თუმცა, სიფრთხილეც არ უნდა დაივიწყოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ამაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან.

ხელსაყრელი დღეებია 28, 30 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 26 აგვისტო.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი

მშვილდოსანი

გააკონტროლეთ ემოციები, რათა სტრესი არ განიცადოთ. შესაძლოა, მომატებული დატვირთვის გამო არ გესიამოვნოთ საკუთარ თავში ჩაღრმავება, თვითანალიზი, მაგრამ ეს შინაგანი სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ასევე სიტუაციის გაკონტროლებაში საქმიან ასპარეზზე.

ამასთან, გახსოვდეთ, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს. თქენი პირადი ცხოვრება ის აქტივი გახდება, რომლის წყალობითაც შეძლებთ გაღიზიანებისა და ფსიქიკური გაუწონასწორებლობის შეკავებას. ეძებეთ სიმშვიდე ახლობლების გარემოცვაში.

ხელსაყრელი დღეებია 28, 29 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 27 აგვისტო.

თხის რქა

პლანეტები ამ კვირაში დაგეხმარებიან პროფესიულ სფეროში, ფინანსებსა და ბიზნესში, ვითარებას თქვენ სასარგებლოდ შეამოატრიალებენ. შეძლებთ საკუთარი წარმატებებით თავმოწონებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ თქვენ წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად. არ შეგაშინებთ შესაძლო სირთულეები.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი

ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია ბალანსის მოძებნა მუშაობასა და დასვენებას, ახლობლებთან ურთიერთობებს შორის. ეს დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდაში და გააუმჯობესებს თქვენს ოჯახურ ცხოვრებას.

ხელსაყრელი დღეებია 24, 28 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 26 აგვისტო.

მერწყული

ბოლო დროს იოლი ცხოვრება არ გქონიათ. პლანეტები გაფრთხილებენ, რომ კვლავ მნიშვნელოვანია, არ გადადგათ მკვეთრი ნაბიჯები და არ მიიღოთ ნაჩქარევი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით სამუშაო სფეროში. ეს არაა რისკებისა და შტურმის დრო.

წაგადგებათ ჯანსაღი რუტინული სამუშაო, რომელიც ძალისხმევისა და ყურადღების მოითხოვს – ეს დაგეხმარებათ არასტაბილურობის დამარცხებასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში. სიმშვიდე ამ პერიოდში ბევრს ნიშნავს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ასევე თქვენი ახლობლებისთვისაც.

ხელსაყრელი დღეებია 25, 29 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 24 აგვისტო.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

თევზები

ეცადეთ, ამ კვირაში წვრილ–წვრილი პრობლემები და გაუგებრობები არ აღიქვათ, როგორც რაღაც ძალიან სერიოზული, არ გააიგივოთ ისინი საკუთარ თავთან. ეს სულიერ ტკივილს აგაცილებთ თავიდან. სამუშაო პროცესში ჩართვა, რაღაც ახლის გაცნობიერება თქვენთვის განკურნების ტოლფასი იქნება და ხელს შეუწყობს წარმატებების მიღწევას.

არცთუ ხელსაყრელი დროა იდეებისა და პროექტების წამოსაყენებლად, რადგან თქვენი კონკერტუნარიანობა ჯერ კიდევ არაა მტკიცე და მეტოქეების ზეწოლას შეიძლება ვერ გაუძლოს. გწამდეთ საკუთარი ძალების.

ხელსაყრელი დღეებია 27, 28 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია 25 აგვისტო.

ყველა ახალი ამბავი
0