08:26 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
449 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 24 აგვისტო, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

გაუმჯობესებულია გონებრივი მონაცემები, შეიძლება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, ახალი საქმეების დაწყება, ახალი პროექტების ბიზნეს–გეგმის შედგება, საკუთარ თავზე ვალდებულებების აღება.

ამ დღეს მატულობს თვითკრიტიკა, ამიტომ საუკეთესო დღეა მნიშვნელოვანი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

რეკომენდებულია მატერიალური საკითხების გადაჭრა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, გარკვეული პასიურობის გამოჩენა, მიმდინარე მოვლენების გაანალიზება, მომავლის განჭვრეტა.

არარეკომენდებულია ფულის გასესხება, ასევე ვალის აღება, სამუშაოთი გადატვირთვა, ფინანსურ სფეროში ვითარებაზე ძლიერი ზეწოლა – ზომიერი მოქმედებები აჯობებს.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: 24 აგვისტო კარგი დროა კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვისთვის, მავნებლების განადგურების, ნიადაგის გაფხვიერებისთვის, პიკირებისთვის, სამკურნალო მცენარეების დარგვის, შეგროვებისა და გაშრობისთვის, ოთახის მცენარეების მორწყვისთვის. ცუდი დღეა ხეების მოჭრის, ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემისთვის.

მთავარი თემები