მთვარის კალენდარი: 12 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / OrlandoSantanaნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

12 აგვისტო, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

კურო მატერიალური სტაბილურობის, სიმტკიცისა და გულმოდგინების ნიშანია. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციასთან მუშაობისთვის, ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის.

კარგი დღეა სასიყვარულო ურთერთობებისთვის. ამ დროს დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, ხანგრძლივი და მტკიცე იქნება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

რეკომენდებულია მხოლოდ მარტივი საკითხების გადაჭრა, ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, აზრის მარტივად, მინიშნებების გარეშე გამოთქმა, საერთოდ, სჯობს, ნაკლები ილაპარაკოთ, შინაგანი სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება, ნაკლები ურთიერთობები, კონტაქტი განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.

არარეკომენდებულია მუშაობა და ბიზნესი, მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, მოლაპარაკებები, საკუთარი აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება.

მგზავრობა სასურველია მხოლოდ მოკლე მანძილზე.

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, თმა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება, კარგად გაიზრდება და სიმტკიცე მოემატება, ბოლოები არ გაიყოფა. შეიძლება შეღებვაც – ჭაღარა კარგად შეიღებება. ზოგადად, კურო კარგად მოქმედებს თმაზე სხვადასხვა პროცედურის ჩატარებაზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს შეიძლება ბოლქვიანების, ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, გაკრეჭა, მიწაში მობინადრე მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა. ასევე ზედმეტი ყლორტების მოშორება, გამარგვლა, კულტივაცია, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

ყველა ახალი ამბავი
0