კიდევ ერთი პოზიტიური კვირა: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 10–16 აგვისტოს ასტროპროგნოზი

CC0 / Julian Peters / IMG_2874ხომალდი ოკეანეში
ხომალდი ოკეანეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუა აგვისტოს პერიოდი ზოდიაქოს უმეტესი ნიშნებისთვის ძალზე ხელსაყრელი და სასიამოვნო იქნება. წარმატებებია მოსალოდნელია ცხოვრების ყველა სფეროში

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ და უსიამოვნებები ავიცილოთ  თავიდან – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ>>

ვერძი

მოქმედების ხალხი ხართ, გონებამახვილობა და პირდაპირობა ვარსკვლავების კეთილგანწყობით ახალი წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ ყველა ფრონტზე. დიდი ალბათობაა, რომ პროფესიულ სარბიელსა და ბიზნესში რაღაც გარდაქმნა მოხდეს, რომელიც თქვენს მიზნებსა და გეგმებს შეცვლის.

კარგი დროა იმისთვის, რომ პრიორიტეტებს გადახედოთ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სურვილი გაგიჩნდეთ, რომ „დიდმა ტალღამ“ გადაგიაროთ, შეიტანოთ რაღაც ცვლილებები და სიახლეები, „გამოაცოცხლოთ“ ურთიერთობები და სასიამოვნო მღელვარება იგრძნოთ.

ხელსაყრელი დღეებია 12 და 15 აგვისტო. ნაკლებად ხელსაყრელი – 13 აგვისტო.

ვენერას გასვლა მზის დისკოში - Sputnik საქართველო
ვენერა კირჩხიბის ნიშანში გადავიდა: როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე

კურო

ადამიანები თქვენში მისაბაძი მაგალითის ძებნას დაიწყებენ. ამას განაპირობებს წარმატების აურა, რომელიც მთელი კვირა თქვენ ირგვლივ იტრიალებს ცხოვრების ყველა სფეროში. ადამიანების აღტაცება თქვენში სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა აკეთოთ და მხოლოდ გარშემომყოფების აღიარებით დატკბეთ. ასეთი მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით შეძლებთ. ამას ხელს შეუწყობს დადებითი ატმოსფერო თქვენს სახლში, ოჯახში, ასე რომ, ეცადეთ, დაიცვათ პირადი ურთიერთობები ნებისმიერი გაუგებრობისგან.

ხელსაყრელი დღეებია 11, 16 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 10 აგვისტო.

ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

ტყუპი

მრავალი ცვლილება მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რომლის შედეგებიც თქვენ გარშემო იქნა მატერიალიზებული. პლანეტები გირჩევენ, არ გაჩერდეთ მიღწეულზე და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი ნაბიჯები გადადგათ. შეინარჩუნეთ ნოვატორული სული. დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს პროფესიულ სარბიელზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს კარიერულ პერსპექტივებს, ფულად შემოსავლებს.

მაგრამ სპონტანური მოქმედება საჭირო არაა. უნდა დაისახოთ მკაფიო გეგმა და თვალნათელი მიზანი – ესაა თქვენი გზა წარმატებისკენ. პირად ცხოვრებაში თქვენთვის ჩვეულმა სითამამემ და თავდაჯერებულობამ ახლობლებთან ურთიერთობებში გაუგებრობები არ უნდა გამოიწვიოს.

ხელსაყრელი დღეებია 12, 16 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 14 აგვისტო.

სიყვარული - Sputnik საქართველო
აგვისტოს ხვატი, ზღვის სანაპირო და ზოდიაქოს ნიშნები: ვის მოხვდება კუპიდონის ისარი

კირჩხიბი

უმრავლესობა თქვნგანისთვის ამ კვირაში ნამდვილი ტკბობისა და შთაგონების წყარო ახლობლებისა და მეგობრების წრეში ტრიალი იქნება. ეს განახლებისა და რომანტიკის შეგრძნებებს მოიტანს. არ არის გამორიცხული ხანმოკლე მოგზაურობა, რომელიც რუტინისგან გაგათავისუფლებთ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ მდგომარეობა პროფესიულ ფრონტზე, ბიზნესში, გააფართოოთ ჰორიზონტები, მათ შორის, ფინანსებშიც.

თქვენი გონება იქნება ნათელი და მიზანმიმართული, ინტუიცია – შეუცდომელი, ხოლო გადაწყვეტილებები – პროდუქტიული. ცვლილებები, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობდით, სინამდვილე გახდება, ასე რომ, ნუ შეიზღუდავთ თავს ოცნებებში.

ხელსაყრელი დღეებია 14, 15 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 12 აგვისტო.

ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

ლომი

კარგი კვირაა იმისთვის, რომ ფული ინვესტიციებში ჩადოთ. თქვენი თანხა მოგებით დაგიბრუნდებათ. გულუხვი ხართ და გიყვართ, როდესაც საყვარელ ადამიანებს საჩუქრებით ანებივრებთ. უარი არ უთხრათ თავს ამ სიამოვნებაში. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ნათესავებთან და ახლობლებთან, რომლებიც აფასებენ თქვენს გრძნობებსა და კეთილ გულს.

პროფესიულ ფრონტსა და ბიზნესში მოსალოდნელია ახალი ბილიკების გაკვალვა, მაგრამ არ გადაწვათ თქვენ უკან ხიდები, გააკონტროლეთ საკუთარი ხასიათი, ენერგია საჭირო კალაპოტზე მიმართეთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყურადღების ცენტრში იქნებით.

ხელსაყრელი დღეებია 13, 16 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია – 10 აგვისტო.

გაზაფხული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ

ქალწული

უმრავლესობისთვის ხელსაყრელი პერიოდი ამ კვირაში არ დასრულდება. კვლავ ეფექტური იქნება თქვენი პროფესიული, ფინანსური თუ ბიზნეს–საქმიანობა, მიიღებთ საგრძნობ შედეგებს კარიერის გაუმჯობესების, შემოსავლების გაზრდისა და პიროვნული ზრდის თვალსაზრისით.

თქვენი მახვილი, ბრწყინვალე გონება მომხდარის ლოგიკურად გააზრებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. მაგრამ ერთიცაა – არ ღირს ძალიან ჩაღრმავება ლოგიკურ სქემებში და უსასრულო ანალიზი. დატოვეთ ადგილი სულიერი ძიებებისა და გრძნობებისთვის. ეს დაგეხმარებათ, რომ დატკბეთ ახლობლებთან ყოფნით.

ხელსაყრელი დღეებია 10, 14 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 11 აგვისტო.

ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

სასწორი

სულიერი ძიებები და სოციალური აქტიურობა ამ კვირაში თქვენი ენერგიის მარაგის შევსების წყარო გახდება და აგაცილებთ შესაძლო ფსიქიკურ დაძაბულობას. შესანიშნავი შედეგები გექნებათ ფინანსებში, კარიერაში, პროფესიულ ასპარეზზე, ბიზნესში, ასევე ოჯახურ ურთიერთობებში.

მოიმკით საკუთარი შრომის ნაყოფს და თავს ჰარმონიულად იგრძნობთ ცხოვრების ყველა სფეროში. მშვენიერი დროა იმისთვის, რომ გრანდიოზული გეგმები დაისახოთ. გახსოვდეთ – ცხოვრებაში მიზნების მისაღწევად დიდი ჟინი და სიმტკიცეა საჭირო.

ხელსაყრელი დღეებია 12, 16 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია – 10 აგვისტო.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

მორიელი

პლანეტებისა და ვარსკვლავების გავლენით ამ კვირაში თქვენი თავდაჯერებულობა მოიმატებს და ახალ წარმატებებს მიაღწევთ, იქნებით ყურადღების ცენტრში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. შეიგრძნობთ საკუთარი თავის ფასს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეცდომები არ დაუშვათ და ეცადოთ, კიდევ უფრო მეტს მიაღწიოთ.

ღრმა გრძნობების, რთული აზრებისა და ძლიერი ემოციების ადამიანები ხართ, ინტუიციურად გრძნობთ სხვა ადამიანების განწყობას. გამოიყენეთ ეს თვისება, რომ დაძაბული ვითარებები აიცილოთ თავიდან. თუ რამის გადაწყვეტას მომავალში ფიქრობდით, აღარ გადადოთ – ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.

ხელსაყრელი დღეებია 10, 15 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 13 აგვისტო.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან>>

მშვილდოსანი

პლანეტების გავლენით ამ კვირაში ჭარბი ემოციური დაძაბულობა გელოდებათ, მაგრამ სიცოცხლის სიყვარულიდან და მხიარული ხასიათიდან გამომდინარე ადვილად შეძლებთ ასეთ მდგომარეობასთან გამკლავებას. უფრო მეტიც, სირთულეებისადმი მსუბუქი დამოკიდებულების გამო დაჯილდოვდებით კიდეც – იღბალი არ მიგატოვებთ და ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

პროფესიულ საქმიანობასა და ბიზნესში გექნებათ საშუალება, რომ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ ამუშაოთ, ხოლო დროებითი დაძაბულობა ამ პროცესს მხოლოდ დააჩქარებს. სასიამოვნო დასვენება ახლობელ ადამიანებთან სამყაროს კიდევ უფრო ნათელ ელფერს შემატებს.

ხელსაყრელი დღეებია 11, 16 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 14 აგვისტო.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომავლის განჭვრეტის უნარი გააჩნიათ

თხის რქა

არ დაგავიწყდეთ, რომ იღბალს ის უყვარს, ვისაც მუხჩაუხრელი შრომა შეუძლია. არ გაექცეთ სირთულეებს, არამედ მათ გადალახვაზე იზრუნეთ. თუ ერთმანეთს შეუთავსებთ თქვენთვის ჩვეულ სიჯიუტესა და შრომისმოყვარეობას, იღბალი ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ იქნება ეს ბიზესი, ფინანსები თუ პროფესიული სფერო.

ამასთან, ეცადეთ, ბალანსი შეინარჩუნოთ მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის, მეტი დრო გაატარეთ მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. მარტოხელებს იმედის მომცემი ნაცნობობა ელოდება. არ „იძუნწოთ“ საპასუხო გრძნობების გამომჟღავნებაზე.

ხელსაყრელი დღეებია 10, 15 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 12 აგვისტო.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ცხოვრებით ტკბობა შეუძლიათ>>

მერწყული

მოქნილი გონება გამოცდილებასთან და შემოქმედებით დამოკიდებულებასთან ერთად მიგიყვანთ იდეებთან, რაც, თავის მხრივ, შესანიშნავ შედეგებს მოიტანს პროფესიულ და ფინანსურ ბიზნეს–საქმიანობაში. ამასთან, აუცილებელია, რომ არ იჩქაროთ – ყველაფერი ნელ–ნელა, ეტაპობრივად გააკეთეთ.

სულიერი ძიებები ძალიან დაგეხმარებათ, რომ თავი აარიდოთ შფოთვასა და სტრესებს. გახსოვდეთ, რომ პიროვნული ზრდისთვის დიდი პოტენციალი გაქვთ, ასევე გექნებათ შესაძლებლობები პირად ფრონტზე ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის.

ხელსაყრელი დღეებია 11, 16 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 13 აგვისტო.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ

თევზები

პლანეტები გაფრთხილებენ: ამ კვირაში თქვენი თვისებები – მერყეობა ერთი მხრივ და ჩვევა, რომ რაღაცას ჩაეჭიდოთ და მიეჩვიოთ, მეორე მხრივ,  შესაძლოა, პარადოქსულად გაერთიანდეს. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ადამიანის, იდეის ან ადგილის მიმართ დიდი მიჯაჭვულობა იგრძნოთ, ამავე დროს კი ოცნებებსა და ფანტაზიებში „იხეტიალოთ“.

თავისთავად ასეთ მდგომარეობას უარყოფითი არაფერი აქვს, მაგრამ თქვენ ახლა ბალანსი გჭირდებათ საკუთარ მისწრაფებებს შორის. რაც შეეხება პროფესიულ სფეროსა და ბიზნესს, აქ ყველაფერი ზედმეტისგან უნდა გათავისუფლდეთ და მიმდინარე საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება. დრო დაუთმეთ ასევე ახლობლებთან ურთიერთობებს, რომლებსაც თქვენი ყურადღება ესაჭიროება.

ხელსაყრელი დღეებია 10, 14 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელია – 16 აგვისტო.

ყველა ახალი ამბავი
0