მთვარის კალენდარი: 10 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

10 აგვისტო, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

კურო მატერიალური სტაბილურობის, სიმტკიცისა და გულმოდგინების ნიშანია. კარგად მიდის ფინანსური ოპერაციები, გარიგებები, ბიზნეს–საქმიანობა. ამავე დროს, ამ დღეებში მატულობს სიზარმაცე, კომფორტისა და სიმყუდროვის სურვილი.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კარგი დღეა სასიყვარულო ურთერთობებისთვის. ამ დროს დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, ხანგრძლივი და მტკიცე იქნება.

რეკომენდებულია წინსვლა, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, აქტიურობა, ბიზნეს–საქმიანობა, ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდში, შემოქმედებითი და ხელოვნების სფეროში საქმიანობა, საღამოების, კონცერტების, გამოფენების გამართვა, კარიერული წინსვლა, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია გუნდისგან ჩამოშორება და მასთან დაპირისპირება, წვრილმანებზე ყურადღების გადატანა და მათზე დროის დახარჯვა.

კარგი დღეა მგზავრობის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, თმა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება. შეიძლება შეღებვაც – ჭაღარა კარგად შეიღებება. ზოგადად, კურო კარგად მოქმედებს თმაზე სხვადასხვა პროცედურის ჩატარებაზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს შეიძლება ბოლქვიანების, ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, გაკრეჭა, მიწაში მობინადრე მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0