მთვარის კალენდარი: 5 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / stuxსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

5 აგვისტო, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

თევზების დღეები ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისთვის განაწყობს. ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, ინტუიცია, მგრძნობელობა. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ქველმოქმედებისთვის, იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. შეიძლება სესხის აღება.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისთვის. ამ დროს გამძაფრებულია ინტუიცია, რაც ადამიანის ამოცნობას ხელს უწყობს.

რეკომენდებულია დასვენება, მცირე საქმეების დასრულება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საქმეების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება, ორომტრიალისთვის თავის არიდება, კომფორტის მოწყობა, აუჩქარებლობა, ვაჭრობა, შემოქმედება, საყვარელი საქმის კეთება.

არარეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული ოპერაციები, კონტრაქტებსა და შეთანხმებებზე ხელმოწერა, ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა, მივლინებაში გამგზავრება, გასაუბრებაში მონაწილეობა, ახალი სამუშაოს დაწყება, სიახლეების შეტანა ცხოვრებაში, ნეგატიური ემოციების გამოხატვა.

ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო

კარგი დღეა ბუნებაში გასვლისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა როგორც შეჭრის, ისე შეღებვისთვის. შეიძლება თმა დაზიანდეს, გაჩნდეს ქერტლი, გაიყოს თმის ბოლოები.

მებაღეობა: ხელსყრელი დღეა ბაღში მუშაობისთვის, კერძოდ, შეიძლება ნიახურის, ბოლქვიანების დათესვა, ხეებისა და კენკროვანების შეწამვლა, მორწყვა, სასუქის მიცემა, ოთახის მცენარეების დათესვა–დარგვა. არასასურველი დღეა მავნებლებთან ბრძოლისთვის, გასხვლისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0