მთვარის კალენდარი: 2 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© photo: Pixabay / susan-lu4esmსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

2 აგვისტო, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

კარგი დღეა გუნდური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციების მიღებისთვის. ამ დღეს ახლდება სასიცოცხლო ენერგია.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თხის რქის დღეებში კარგად ეწყობა მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა. კარგი დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც სიზუსტესა და მათემატიკურ გათვლებს, ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი ადამიანებისთვის – ჩნდება პასუხისმგებლობა, იზრდება პრაქტიკულობა, ვალდებულების გრძნობა.

რეკომენდებულია კორექტივები ბიზნესში, გავლენის სფეროების გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, განათლების მიღება, მატერიალურ საკითხებზე მუშაობა.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების დაწყება, განსაკუთრებით მარტო, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება, უსაქმურობა.

მოგზაურობისთვის საკმაოდ ხელსაყრელი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის კარგი დღეა. გაუმჯობესდება თმის სტრუქტურა, ბოლოები არ გაიყოფა. ასევე კარგი დღეა მანიკურისთვის, შეღებვისთვის – კარგად იღებება ჭაღარა, ფერთან დაკავშირებით ექსპერიმენტებზე წასვლაც შეიძლება.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: კარგი დღეა ბაღში მუშაობისთვის. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, განსაკუთრებით, მსხლისა და ქლიავის, ხურტკმელის, მოცხარის, სასუქის მიცემა, გაკრეჭა, შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერებ

ყველა ახალი ამბავი
0