მთვარის კალენდარი: 1 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / სავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეებში კარგად ეწყობა მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა. კარგი დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც სიზუსტესა და მათემატიკურ გათვლებს, ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი ადამიანებისთვის – ჩნდება პასუხისმგებლობა, იზრდება პრაქტიკულობა, ვალდებულების გრძნობა.

სჯობს, გადადოთ რომანტიკული პაემნები და ურთიერთობების გამორკვევა. ამ დღეს პიურად ურთიერთობებს საქმიანი ელფერი დაკრავს და ლაკონურობით გამოირჩევა, ახალი და უჩვეულო ძნელად მიიღება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, დახმარების თხოვნა, ნებისყოფის, ამტანობის, სიმტკიცისა და პატიოსნების გამოჩენა, სადავო საკითხების მოგვარების უნარის გამოვლენა, კონფლიქტების მოგვარება, კომპრომისების მოძებნა, ფინანსურ ოპერაციებზე მუშაობა, მხოლოდ შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებისთვის გადადეთ.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების უზომოდ კეთება, ახალი წამოწყებები, აჩქარება, ვალის გაცემა და აღება.

მოგზაურობისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის კარგი დღეა. გაუმჯობესდება თმის სტრუქტურა, ბოლოები არ გაიყოფა. ასევე კარგი დღეა შეღებვისთვის, მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბაღსი მუშაობისთვის. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, განსაკუთრებით, მსხლის, ქლიავის, ხურტკმელის, მოცხარის. ასევე გაფხვიერება, სასუქის მიცემა, ხეების გაკრეჭა, შეწამვლა. არასასურველია მცენარეების ფესვებთან მუშაობა, მცხოვრებ მავნებლებთან ბრძოლა.

ყველა ახალი ამბავი
0