მთვარის კალენდარი: 23 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / OrlandoSantanaნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

23 ივლისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

ხელსაყრელი დროა ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელიც დაფიქრებასა და სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ფინანსური საქმიანობა, თუ მას სერიოზულად მოეკიდებით, შესაბამის მატერიალურ ჯილდოს მოიტანს.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

წარმატებული იქნება საბანკო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, კარგად წარიმართება ვაჭრობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

რეკომენდებულია დაწყებული საქმეების გაგრძელება, ფინანსური საქმიანობა, ახალი ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება, დამუშავება, სავაჭრო ოპერაციები (დღის პირველ ნახევარში).

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება, სავაჭრო ოპერაციები დღის მეორე ნახევარში, ასევე ამ დროს პროვოკაციებზე აყოლა, კონფლიქტში ჩაბმა.

მგზავრობისთვის არასასურველი დღეა.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

თმის შეჭრა, შეღებვა: თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაგეზარდოთ და ფორმა შეინარჩუნოს, ეს დღეს სწორედ რომ ამისთვისაა ზედგამოჭრილი. კარგი დღეა თმის შეღებვისა და დახვევისთვის, ასევე მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა, ფაქტობრივად, ნებისმიერი მცენარის დარგვის ან გადარგვისთვის. ასევე შეიძლება მიწის დამუშავება, გაფხვიერება. არასასურველი დღეა მოსავლის დაბინავება ხანგრძლივად შენახვისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0