მთვარის კალენდარი: 1 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / სავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

ეს არის მოგონებების, ტრადიციების, ოჯახური კავშირების გამტკიცების დღე. ახლობლებთან ურთიერთობებით წინსვლის ენერგია მოიმატებს. არ ღირს ამ დღის მარტო გატარება.

სამების ტაძრის ვარდების ბაღი - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი

ამ დღეს პროცესები ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაში ძლიერი და აქტიურია. მისი ემოციური, გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა მთლიანად იხსნება. შესანიშნავი დღეა აქტიური მოქმედებებისა და გამარჯვებებისთვის. წარმატებებია მოსალოდნელი ცხოვრების ყველა სფეროში.

მორიელი ხელს უწყობს ინტუიციური უნარების გაძლიერებას. იზრდება ახალი შეხვედრების, საინტერესო ნაცნობობის ალბათობა. ნიშნის იდუმალება ხელს უწყობს კვლევით საქმიანობას, ჩნდება მიდრეკილება ფილოსოფიისა და მისტიკისადმი.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელი თმისთვის საკმაოდ არასტაბილური ნიშანია. შეჭრა მოუხდება სუსტ და თხელ თმას. თმის შეჭრას დღეს გავლენის მოხდენა შეუძლია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე როგორც უკეთესობის, ისე უარესობის კუთხით.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

თმის შეღებვა არასასურველია, თუ მკვეთრად განსხვავებულ ფერში აპირებთ შეღებვას, სხვა შემთხვევებში - შეიძლება. არასასურველია თმის ქიმიური დახვევა.

კარგი დღეა თმის გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, ბუნებრივი საღებავებით შეღებვისთვის.

მებაღეობა: მორიელი საკმაოდ ნაყოფიერი ნიშანია. ამ ნიშნით დარგული თუ დათესილი მცენარე მალე ამოდის, ავითარებს მყარ ღეროსა და მძლავრ ფესვთა სისტემას.

კარგი დღეა ბაღში მუშაობისთვის, კერძოდ, სასუქის მიცემისთვის, გასხვლისთვის, დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავებისთვის, ხეების დამყნობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0