14:35 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
369 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს, რომელიც მუშაობასა და სწავლაზეა პასუხისმგებელი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

ხელსაყრელი დროა მუხლჩაუხრელი შრომისთვის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს.

ფინანსური საქმიანობის ყველა მიმართულება, სერიოზული დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაბამის მატერიალურ ჯილდოს მოიტანს.

წარმატებული იქნება ნებისმიერი საბანკო ოპერაცია და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

მაღალი თვითორგანიზებულობის, ყურადღების, თითოეული სიტყვისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულების შემთხვევაში ეს დღე ძალზე ნაყოფიერი იქნება საქმიანი აქტიურობის თვალსაზრისით.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: ქალწულის გავლენა თმის მდგომარეობაზე საკმაოდ პოზიტიურია. თმა შეჭრის შემდეგ დიდხანს შეინარჩუნებს ფორმას და თმას ენერგიისა და ძალების მიღების უფლებას მისცემს, ბოლოები არ გაიყოფა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

შესანიშნავად ჩაივლის თმის შეღებვა, მათ შორის, ჭაღარის, ტონირება. ასევე დიდ სარგებელს მოიტანს გამაჯანსაღებელი პროცედურები. შემცირდება თმის ცვენა.

  • მებაღეობა: კარგი დღეა ხეებისა და ბუჩქების დარგვისთვის, ხეების დამყნობისთვის, ერთწლიანი ყვავილების დათესვისთვის, დეკორატიული მცენარეების დარგვისთვის, მრავალწლოვანი ყვავილების გაყოფა და დარგვისთვის, მორწყვისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

არახელსაყრელი დღეა სასუქის მიცემისთვის.

მთავარი თემები