20:31 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2606 0 0

21 ივნისი უნიკალური დღეა – მოხდება სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – ახალმთვარეობა, მზის დაბნელება და მზებუდობა, ანუ ნაბუნიობა, როდესაც იქნება წელიწადის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე

მთვარე ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე. ასევე არცთუ მარტივი იქნება ზაფხულის პირველი ახალმთვარეობა, ამიტომ საჭიროა, გავეცნოთ ასტროლოგების რჩევებს და გავითვალისწინოთ.

ახალმთვარეობა კირჩიბის ნიშანში ჩაივლის, რომელიც საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ცვალებადი ნიშანია, ამიტომ ცხოვრებაში ცვლილებები სრულიად მოულოდნელი მხრიდან შეიძლება დადგეს.

ახალმთვარეობა ყოველთვის სტრესული დღეა: ეცემა ენერგეტიკა, ქრება შინაგანი ძალა, იზრდება აპათია, მატულობს ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებების რისკი. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ამ დღეს ზედმეტად არ დავიღალოთ, დავზოგოთ ძალები.

კირჩიბის ნიშანი გააძლიერებს ქვეცნობიერთან კავშირს, ინტუიციას. შესაძლებელია ამ გარემოების გამოყენება, რათა დავიწყოთ ახალი, უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ გზა. ზოგადად, ახალმთვარეობა ხელს უწყობს ახალ წამოწყებებს, მაგრამ კირჩხიბის ნიშანს მიესადაგება სიმშვიდე, ზომიერება და უკვე დაწყებული საქმეების გაგრძელება.

რისი გაკეთება არ შეიძლება 21 ივნისს

  • არ გასცეთ და არ აიღოთ ვალი
  • არ დააგროვოთ ნეგატივი. ნეგატივისგან გათავისუფლების პირველი ნაბიჯია წარსულის შეცდომების გამოსწორება და წყენის პატიება.
  • არ იჩქაროთ. სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ, მანამდე კარგად დაფიქრდით. ნეგატიური აზრები, შიშები და ეჭვები – ეს ყველაფერი მთვარის პროვოკაციებია.
  • ნუ იქნებით გულახდილი უცხოებთან. დაიყენეთ გვერდით სანდო ადამიანები. მოერიდეთ უცხოებთან გულწრფელ საუბრებს, რადგან ამ დღეს ენერგოვამპირები აქტიურდებიან.

მზის დაბნელების ასტროლოგიური თავისებურებანი

მზის დაბნელება ახალმთვარეობასა და კირჩხიბის ნიშანში მოხდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველა დესტრუქციული და დამანგრეველი გავლენა უკიდურესად მძლავრი იქნება. ეს იქნება ცენტრალური და ყველაზე ძლიერი დაბნელება ზაფხულის სეზონში, რადგან ემთხვევა მზებუდობას და უზარმაზარი ენერგეტიკული ძალით ივსება.

მზად იყავით: წინა პლანზე გამოვა პიროვნების ბნელი მხარე. მზის დაბნელება კირჩიბის ეგიდით უეცრად შეგახსენებთ იმას, რისი დავიწყებაც გსურთ. ქვეცნობიერი არაკონტროლირებადი აზრების, შიშებისა და ეჭვების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

არ გაგიკვირდეთ, თუ იქნება მრისხანების ამოფრქვევისა და ამავე დროს, გულწრფელი საუბრების სურვილი.

მთავარი თემები