მთვარის კალენდარი: 16 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი ღამით
თბილისი ღამით - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

16 ივნისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

იკლებს ზოგადი აქტიურობა. მიზანშეწონილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის შემცირება. უნდა მოერიდოთ კონფლიქტებს როგორც საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში, რადგან ვერძისა და მარსის გავლენით, მომატებულია იმპულსურობა, ჩხუბისა და კონფლიქტების ალბათობა.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ამ დღეს ადამიანები ძალზე მგრძნობიარე და ემოციური არიან, ადვილად სწყინთ. ეს მდგომარეობა, შესაძლოა, ბიზნესზეც აისახოს. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნება, თუ ბიზნეს–შეხვედრას სხვა, უფრო ხელსაყრელი დღისთვის გადადებთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრა დღეს, შესაძლოა, უარყოფითად აიახოს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, გარეგნულ იერზე.

ასევე ნეგატიური დღეა თმის შეღებვისთვის. ამან, შესაძლოა, არასასურველი კონფლიქტი გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, უარყოფით შთაბეჭდილებას დატოვებს გარშემომყოფებზე და გააფუჭებს თქვენს მდგომარეობას საზოგადოებაში.

ზოგადად, სასურველია, ეს დღე თავსაბურავით გაატაროთ – ამით თავს ნეგატივისგან დაიცავთ.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

მებაღეობა: მთვარე ვერძის ნიშანში არანაყოფიერი დღეა. ამ დღეს დათესილი და დარგული სუსტი და ნაკლებად ნაყოფიერი იქნება. მოსავალი ცუდად შეინახება.

ამ დღეს შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება, დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება, მორწყვა, მრავალწლოვანი ყვავილების გაყოფა და დარგვა.

ყველა ახალი ამბავი
0