მთვარის კალენდარი: 7 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© photo: Pixabay / susan-lu4esmსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

7 ივნისი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

ჰარმონიული დღეა. შესაძლოა, იგრძნობოდეს მოჭარბებული ენერგია, რომელიც, სჯობს, შემოქმედებით საქმიანობაში ან ფიზიკურ აქტურობაში დაიხარჯოს, რათა აგრესიულ ქმედებაში არ გამოვლინდეს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

არცთუ საუკეთესო დღეა სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობებისთვის. ასევე ყველაფერი წესრიგში არაა ფულთან დაკავშირებულ საკითხებში – დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაბრკოლებები შეიქმნას თანხის მოგების მხრივ, შესაძლებელია ზარალი.

ლავანდების მინდორი - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი

მეორე მხრივ, კარგი დღეა და გართულებების გარეშე უნდა ჩაიაროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა, საორგანიზატორო საქმეებმა.

თმის შეჭრა, შეღებვა: მთვარის გავლენა ამ დღეს თმის მდგომარეობაზე საკმაოდ დადებითია. შეჭრა თმას ძალასა და ჯანმრთელობას მიანიჭებს, გახდება უფრო მტკიცე, მნიშვნელოვნად შემცირდება თმის ცვენა.

კარგად ჩაივლის შეღებვა და ტონირება, განსაკუთრბით ჭაღარის შეღებვა. შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება ფერთან დაკავშირებით. თმას დიდად არ დააზიანებს ასევე ქიმიური დახვევა.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

მებაღეობა: მთვარე თხის რქის ნიშანში საშუალოდ ნაყოფიერია ბაღში მუშაობისთვის. ის უზრუნველყოფს კარგ მოსავალს, რომელიც დიდხანს და კარგად ინახება, თუმცა, ნაყოფი საშუალო ზომისაა. კარგი დღეა ხეებისა და ბუჩქების დარგვისთვის, მრავალწლოვანი ყვავილების გაყოფა და დარგვისთვის, მცენარეების მორწყვისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0