03:36 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
873 0 0

გაეცანით 24 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

24 მაისს დაბადებულები

24 მაისს დაბადებულებს არ სჩვევიათ ცივი გონებით მოქმედება. ისინი ქაოტურად მოქმედებენ. არიან იმპულსური ადამიანები. იმპულსურობა კი მათ საქმიანობას უმეტეს შემთხვევებში ვნებს. ასევე უნდათ, რომ დაწყებულმა საქმემ შედეგი იმ წუთასვე გამოიღოს. ბუნებამ მათ კარგი ჯანმრთელობა უბოძა, მაგრამ არ იციან დროულად დასვენება, მოდუნება, რაც აზიანებს მათ მდგომარეობას. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ გონივრული თვითშეზღუდვა - ესაა შანსი, რომ ბედნიერად იცხოვრონ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

ამ დღეს დაბადებულები საკმაოდ თვითკრიტიკულნი არიან. ნებისმიერ საკითხზე აქვთ საკუთარი თვალსაზრისი, რომელსაც უდიდესი სიჯიუტით დაიცავენ, განსაკუთრებით თუ ეს საზოგადოებრივ ცხოვრებას ეხება. აქ მათ შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც ნამდვილმა მეამბოხეებმაც და როგორც მსუბუქმა კრიტიკოსებმაც - გააჩნია, რა სიტუაციაში იმყოფებიან თვითონ. თავიანთ სიმართლეს გარშემომყოფებს ყოველთვის დიდი დაჟინებით უმტკიცებენ, გამოთქვამენ საკუთარ თვალთახედვას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. და მაინც, ამ ადამიანებს ახასიათებთ სწორედ მუდმივი ცვალებადობა. ეს აისახება მათ არა მარტო საქციელზე, არამედ შეხედულებებზეც, რომლებიც ხშირად შეიძლება შეიცვალოს.

24 მაისს დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. მათი პირადი ცხოვრება გარშემომყოფებისთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენს. მათი აზრით, ადამიანებმა მათ შესახებ იმდენი უნდა იცოდნენ, რამდენის უფლებასაც თავად მისცემენ. მათი გარეგნული გულღიაობა, სინამდვილეში, მცდარია. მათი ურთიერთობა - ეს საკუთარი აზრის გამოთქმაა, თავად სხვების მოსმენა არ უყვართ. ბუნებით მებრძოლნი არიან.

ამ დღეს დაბადებულები შესანიშნავი ორატორები არიან. აზროვნებენ ფილოსოფიურად, მსჯელობენ გონივრულად და თავიანთ მოსაზრებებს ფაქტებით ამყარებენ. მიუხედავად მასშტაბური აზროვნებისა, თავისუფლად შეუძლიათ კონკრეტულ ყოველდღიურ პრობლემაზე კონცენტრირება. საერთოდ არ აინტერესებთ ყოველდღიური რუტინა, საშინაო საქმეები. მათი აზრით, ყველამ თავისი საქმე უნდა შეასრულოს - მენაგვემ ნაგავი გაიტანოს, პენსიებზე, სუბსიდიებსა და შეღავათებზე სოციალურმა სამსახურმა იფიქროს... მიუხედავად ჯანსაღი აზრისა მათ გამონათქვამებში, უმეტეს შემთხვევებში ეს ცუდად მოქმედებს გარშემომყოფებზე, იწვევს მათ განრისხებას, სისასტიკეს, გაუგებრობას. ამიტომ 24 მაისს დაბადებულები უნდა შეეცადონ, თავი აარიდონ დიქტატორულ გამოვლინებებს და ნებისმიერ საქმეში იუმორის გარკვეული წილი ჩადონ.

ჯანმრთელობა

24 მაისს მტკიცე ჯანმრთელობის, მაგრამ სუსტი ნერვების მქონე ადამიანები იბადებიან. ისინი ადვილად ექცევიან სტრესის ქვეშ. მათ ხასიათში არის გარკვეული სიმორცხვე. ყველანაირად ცდილობენ, გვერდი აუარონ კონფლიქტურ სიტუაციებს. ეს გასაგებიცაა, რადგან ძალების აღდგენა მათ მხოლოდ განმარტოებაში შეუძლიათ. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ამ ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ სტრესს, არ მიეძალონ თამბაქოს, ალკოჰოლს. მათ ჯანმრთელობას წაადგება სეირნობა სუფთა ჰაერზე, ღრმა, სრულფასოვანი ძილი, საყვარელი საქმის კეთება, ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება.

რჩევა:

იყავით მომთმენი, პატივი ეცით სხვებს. შეამცირეთ მოთხოვნები მათ მიმართ. აკონტროლეთ საკუთარი საქციელი, საუბარი. ნუ იქნებით ამპარტავანი, გიყვარდეთ და პატივი ეცით მეგობრებს.

მთავარი თემები