22 მაისი: წლის უმნიშვნელოვანესი დღე – კრიზისული პერიოდი დასასრულს უახლოვდება

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ მალე გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, მრავალი პრობლემა კი წარსულს ჩაბარდება. გველოდება წლის ყველაზე სასიამოვნო პერიოდი, როდესაც შესაძლებელია მომავალი წარმატებებითვის საძირკვლის ჩაყრა. ამისთვის კი ასტროლოგების რჩევები ძალიან დაგვეხმარება

ახალმთვარეობა კუროს ეგიდით დადებითი პერიოდია, რომელიც პირად მიზნებსა და სასიამოვნო საქმიანობას უნდა მიუძღვნათ. ამ ნიშნის მძლავრი ენერგეტიკის წყალობით ბევრს გაუჩნდება შანსი, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს, შეადგინოს რეალური სამომავლო გეგმები, მიიღოს სულიერი საზრდო და თავისი წამოწყებების შედეგებისთვის მყარი ფუნდამენტი მოამზადოს

ახალმთვარეობა 22 მაისს და მისი განსაკუთრებულობა

ახალმთვარეობა 22 მაისს თბილისის დროით 21:40 საათზე დადგება კუროს ნიშანში. ეს ნიშანი არის აღმშენებლობის, გონივრულობის, მატერიალური წარმატებების სიმბოლო.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

22 მაისი ამ წელიწადში ძალზე მნიშვნელოვანი დღეა მრავალი ადამიანის მატერიალური და სულიერი კეთილდღეობისთვის.

ახალმთვარეობა ძველი ციკლის დასრულებასა და ახლის დაწყებას გულისხმობს. 22 მაისს ენერგიის მძლავრი „ამოფრქვევა“ მოხდება, ამიტომ მომავალი მთვარის თვე განკუთვნილი იქნება ცხოვრებაში ახალი ფურცლის დაწყებისთვის.

ამასთან, ასტროლოგები გირჩევენ, დაუბრუნდეთ ძვალსა და რბილში გამჯდარ ჩვევებს, ცხოვრებისა და აზროვნები წესს, რათა შეცვალოთ მსოფლმხედველობა და სასურველის მიღწევის უფრო ეფექტური ხერხები იპოვოთ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ კურო დინჯი, აუჩქარებელი ნიშანია, რომელსაც უყვარს კომფორტი, სიამოვნება და სტაბილურობა. ამიტომ სწრაფი შედეგების იმედი ნუ გექნებათ: მოვლენები ნელა, მაგრამ სისტემატურად განვითარდება.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სიმტკიცისა და ურყეობის, სიჯიუტის ენერგიის წყალობით, რომელსაც კუროს ნიშანში ახალმთვარეობა მოიტანს, შესაძლებელი გახდება უახლოესი თვის დაგეგმვა იმგვარად, რომ საკუთარი მიზნების განხორციელება მოხერხდეს. წარმატების გასაღები თანამიმდევრული მოქმედება და დინჯი სვლა, აჩქარებაზე უარის თქმაა. ესაა ის, რასაც კურო აკეთებს – არ ნებდება, არ უშინდება მძიმე მუშაობას, ჯიუტად და შეუპოვრად აღწევს თავისას. იმოქმედეთ კუროსნაირად – ნელა, მაგრამ სწორი მიმართულებით.

რას გვირჩევენ ასტროლოგები

მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის – კურო, თავისთავად, სიმშვიდის განსახიერებაა, მაგრამ ეს ახალმთვარეობა არცთუ ჩვეულებრივია. რეტროგრადული პლანეტების ფონზე უსიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. კონტრასტულმა ენერგიებმა ნერვული სისტემის „გადატვირთვა“ შეიძლება გამოიწვიოს. 22 მაისს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე, ჯანმრთელობასა და შინაგან მდგომარეობაზე ზრუნვა.

  • ახლოს იყავით ბუნებასთან. კურო მიწის ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ ბუნების ძალა ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ. დატკბით ჩიტების ჭიკჭიკით, ყვავილების სურნელით, გაზაფხულის მზით – ეს დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, დარღვეული წონასწორობის აღდგენაში.
  • იზრუნეთ სიამოვნებაზე. კუროს მგრძნობიარე ვენერა მართავს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაკეთება, რაც გსურთ. რაზე დახარჯოთ ძალები – ამაში შინაგანი ხმა დაგეხმარებათ, მთავარია, საკუთარ სურვილებს არ შეეწინააღმდეგოთ. გემრიელი საკვები, საინტერესო კინო, სასიამოვნო მუსიკა, აბაზანა მოსადუნებლად და ჭიქა ღვინო – ეს ისაა, რაც ახლა გჭირდებათ.
  • გაატარეთ დრო ახლობლებთან. ახალმთვარეობა კუროს ნიშანში გაზრდის გრძნობელობას, რაც კარგად აისახება ურთიერთობებზე, ადამიანებს შორის ურთერთგაგებაზე. ახლობლებთან გატარებული დროის წყალობით ამაღლდება თქვენი თვითშეფასება, მიიღებთ პირად კმაყოფილებას. ხოლო ეგოიზმი და სიხარბე – პირიქით, წყენასა და დანაკარგებს მოიტანს.
  • შემოქმედება და თვითგანვითარება – კურო შემოქმედებითი ნიშანია, მისი გავლენა მიძინებული ნიჭის გამოვლენას, აზრების დაწმენდას ეხმარება. გაძლიერდება თვითშემეცნების, სულიერი ძიებების, შემოქმედებითი პრაქტიკის სურვილი.
ყველა ახალი ამბავი
0