14 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 14 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–20 მაისი

12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64. 

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ. მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.

14 მაისს დაბადებულები

14 მაისს ინტელექტუალური შესაძლებლობების, ორიგინალური აზროვნების ადამიანები იბადებიან; აქვთ ანალიტიკური, კრიტიკული გონება. თუ ამ პოტენციალს სწორად გამოიყენებენ და თავიანთ ძალისხმევას კეთილ საქმეებზე მიმართავენ, ამ დღეს დაბადებულებს მშვენიერი ცხოვრება ელოდებათ წინ. მათთვის უმთავრესია, რომ დაეყრდნონ თავიანთი გონების ძალას, ისწავლონ სიმტკიცე და დამოუკიდებლობა.

ამ ადამიანებს კარგად შეუძლიათ ორიენტირება წარსულ და მიმდინარე მოვლენებში, შეუძლიათ წარმოიდგინონ, თუ რა მოხდება მომავალში, თუმცა, ეს ნაკლებად იტაცებთ. მათ აინტერესებთ აწმყო და აწმყოში სრულფასოვანი ცხოვრება და აქტიური მუშაობა. არც წარსულს არიან მიჯაჭვულნი, არ აინტერესებთ ტრადიციები. აქვთ ძალზე თანამედროვე მსოფლმხედველობა, თავდაჯერებულად ასხამენ ხორცს საკუთარ იდეებს ფანტაზიებსა და გეგმებს.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

სრულყოფილების ძებნას, ყველა შეცდომის გამოსწორებისკენ სწრაფვას ისინი ხშირად მიჰყავს წარმატებასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი სულიერი დაძაბულობის თანხლებით ხდება. ასეთი ინტენსიური მუშაობა საკუთარ თავზე ყველას არ გამოსდის. საერთო უკმაყოფილება შეიძლება მძლავრად აისახოს ახლობელ ადამიანებზე, კოლეგებზე, რაც კონფლიქტებს იწვევს. მათ შეუძლიათ, საკუთარ შვილებს წაუყენონ უსაფუძვლო მოთხოვნები, რომ ისინი უნაკლონი გახდნენ, ეს კი ოჯახურ ურთიერთობებზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. ამ დღეს დაბადებულები არ გამოირჩევიან მაღალი ემოციურობით, არიან გულდახურულები.

14 მაისს დაბადებულები წინსვლისას ყურადღებას არ აქცევენ ბარიერებს და საოცარ სულიერ სიმტკიცეს იჩენენ. უფრო განვითარებულებს შეუძლიათ სხვა ადამიანების რჩევების მიღება და კრიტიკაზე ადეკვატური რეაგირება, ეს, რა თქმა უნდა, სასიკეთო შედეგსაც იძლევა. ნაკლებად განათლებულები კი რჩევებს ყურს არ უგდებენ და მათი ცხოვრება უფრო რთულდება. მათი ფინანსური მდგომარეობა, მთლიანობაში, კარგად ეწყობა, თუმცა, დიდი თანხა, შესაძლოა, სრულიად გაუთვალისწინებელი მიმართულებებით დაეხარჯოთ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ჯანმრთელობა

14 მაისს დაბადებულებს, უმთავრესად, ნერვული სისტემის დაავადებები აწუხებთ. სტრესული ვითარებები ასუსტებს ორგანიზმს, ისინი ადვილად ცივდებიან , სტკივათ თავი, ყელი; აქვთ ტკივილები ხერხემლის ზედა ნაწილში. ხშირად ამის გამო უძილობა დასჩემდებათ ხოლმე. ამის თავიდან დასაღწევად საუკეთესო საშუალება არა წამალი, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესი. უნდა იკვებონ რეგულარულად, ყოველდღე შეასრულონ ფიზიკური სავარჯიშოები. საკვები უნდა იყოს დაბალკალორიული და ჯანსაღი. არ უნდა მიიღონ ძლიერი სპირტიანი სასმელები.

რჩევა:

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი წარმატების გასაღებია ზომიერება, ამტანობა და სიმშვიდე. ყური უგდეთ სამართლიან კრიტიკას, არ შეუშინდეთ კეთილი გრძნობების, ნებისყოფის გამოვლინებას, განავითარეთ დაბადებიდან თქვენში ჩადებული შესაძლებლობები.

ყველა ახალი ამბავი
0