11 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnikგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 11 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 მაისი

2-11 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მფარველობს. ამ პერიოდში მერყევი, მეოცნებე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60 და 64.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა შროშანა. ეს ადამიანები არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას.

11 მაისს დაბადებულები

11 მაისს დაბადებულებისთვის ყველა კარი ღია იქნება. მათ წარმატება მთელი ცხოვრების განმავლობაში სდევს თან. აქვთ დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობები, ყველაფერზე აქვთ საკუთარი მოსაზრება, არიან შესაშური სიმტკიცის მქონე და არნახულად ჯიუტი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ცხოვრება აქვთ, რაღაცებით ამისთვის გადახდა მაინც მოუწევთ. მათ ადრეულ ასაკში არ უნდა შექმნან ოჯახი, რადგან მისი დანგრევის ალბათობა ძალიან დიდია. ოჯახური ბედნიერების მოსაპოვებლად მოწიფულ ასაკს უნდა დაელოდონ და უკვე შემდეგ შეარჩიონ ცხოვრების თანამგზავრი. ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, დაიკავონ მაღალი თანამდებობა და გამოიმუშაონ დიდი თანხა.

11 მაისს დაბადებულები სამყაროს ორიგინალურად აღიქვამენ. მაგრამ იმის გამო, რომ სახალხო გაკიცხვის ეშინიათ, მათი ყველა იდეა და ფანტაზია თითქმის ყოველთვის საიდუმლოდ რჩება. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულები ხშირად ექსტრავაგანტული არიან.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ამ დღეს დაბადებულებში ხშირად სხვადასხვა, უჩვეულო ტიპის პიროვნებებია შერწყმული. ამ პიროვნებებს მდიდარი, უკიდეგანო ფანტაზია აერთიანებთ. ეს ფანტაზიები ბევრს სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ ზოგიერთი მაინც ასხამს ხორცს თავის ფანტაზიას რეალურ ცხოვრებაში. მათი უმრავლესობისთვის ძალზე ცუდია, თუ ისინი ადამიანების დახმარებას არ მიიღებენ. ასევე, ამ დღეს დაბადებულების ზეფანტასტიკური, არარეალური ჩანაფიქრი ადამიანებში ხშირად უარყოფით ემოციებს, ხშირად დაღლილობასა და გაღიზიანებას იწვევს. ხშირად ახლობლები მათ იდეებს სერიოზულად არ აღიქვამენ, ოჯახში დაუფარავად დასცინიან, რაც მათ ძალიანს სტკენს გულს. თუ ეცდებიან, სხვათა მსგავსი, „ნორმალური" გახდნენ, თავიანთ ინდივიდუალობას დაკარგავენ რომ არაფერი აღარ ვთქვათ იმაზე, რომ საკუთარი არსის დათრგუნვა კარგ არაფერს მოიტანს. ამიტომ 11 მაისს დაბადებულები აფასებენ მათ, ვინც მათ იღებს ისეთს, როგორიც არიან.

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ მოვლენებისა და ადამიანების ხასიათის შელამაზება, ამიტომ ახლობლებმა იციან, რა არის მართალი მათ მონაყოლში და რა - ფანტაზიის ნაყოფი.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

11 მაისს დაბადებულებს მხატვრული აზროვნება აქვთ. მათი უპირატესობა ისაა, რომ თითქმის არ იციან სიტყვა „ანგარება". ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავს უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ, მაგრამ ეს მათი თავდაჯერებულობის ნაკლებობით აიხსნება, სინამდვილეში საჭიროებენ გარშემომყოფების მხარდაჭერას, მაგრამ ამას ბავშვური ხერხებით აღწევენ.

ჯანმრთელობა

ხშირად მშობლებს უჭირთ ამ დღეს დაბადებულ ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან, მათი ფანტაზიის უნარიდან გამომდინარე, ვერ არჩევენ, როდის ამბობს ბავშვი ტყუილს და როდის - სიმართლეს. ეს ეხება ჩივილსაც ავადმყოფობის შესახებ. მოზრდილები ხშირად არიან იპოქონდრიკები, მაგრამ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და ხშირად აღწევენ ხანდაზმულობას. რაც შეეხება კვებას, თუნდაც არ დაიცვან კვების რეჟიმი და არ შეიზღუდონ თავი, ხშირად ინარჩუნებენ ჯანმრთელობას.

რჩევა:

იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა გაგიგონ, აუცილებელი არაა, უარი თქვათ საკუთარ იდეებსა და ფანტაზიებზე. საკმარისია, მათ გასაგებ ენაზე ილაპარაკოთ. ისწავლეთ გაარჩიოთ რეალური და არარეალური გეგმა და პროექტი და სანამ მის განხორციელებას შეუდგებით, კარგად დაფიქრდით.

ყველა ახალი ამბავი
0